პინოქიო (ტელესერიალი)
პინოქიო (კორ. 피노키오 — „Pinokio“) — 2014 წლის სამხრეთ კორეული ტელესერიალი. მთავარ როლებში თამაშობენ ლი ჯონ სუკი, პაკ შინ ჰე, კიმ იონ კვანი და ლე იუ ბი[1][2]. ის შედგება ოცი ეპიზოდისაგან და მისი მაუწყებლობა ტელეარხ SBS-ზე 2014 წლის 12 ნოემბრიდან 2015 წლის 15 იანვრამდე მიმდინარეობდა.
პინოქიო | |
---|---|
ჟანრი |
დრამა რომანტიკა კომედია დეტექტივი |
ავტორი | პაკ ჰე რიონი |
სცენარი | პაკ ჰე რიონი |
რეჟისორი | ჯო სუ ვონი, შინ სინ უ |
ქვეყანა | სამხრეთი კორეა |
ენა | კორეული ენა |
ეპიზოდი | 20 |
ეთერში | 12 ნოემბერი, 2014 — 15 იანვარი, 2015 |
რესურსები ინტერნეტში |
ტელესერიალის თითოეული ეპიზოდის ონლაინ მაუწყებლობის უფლება ჩინეთში რეკორდულ ფასად, 280 000 აშშ დოლარად გაიყიდა, რამაც პინოქიო იმ დროის ყველაზე ძვირადღირებულ სერიალად აქცია[3]. 2015 წლის 23 იანვრისთვის მას ჩინურ ვებ-გვერდზე Youku ერთი მილიარდი მაყურებელი ჰყავდა[4][5].
სიუჟეტი
რედაქტირება2000 წელს კი ჰა მიონი ბედნიერად ცხოვრობდა მშობლებთან და უფროს ძმასთან ჯეი მიონთან ერთად, სანამ მისი მამა, კი ჰო სანი, სახანძრო სამსახურის კაპიტანი, რამდენიმე ქვეშევრდომთან ერთად დაიღუპებოდა ქარხანაში აფეთქების შედეგად, სამაშველო ოპერაციის დროს. მას შემდეგ, რაც ჰო სანის ცხედარი არ იქნა აღმოჩენილი, მედია ქმნის სენსაციას და მას განტევების ვაცად აქცევს. რეიტინგებისთვის ბრძოლაში, ტელეკომპანია MSC-ის რეპორტიორი სონ ჩა ოკი ირწმუნება, რომ ჰო სანი გადაურჩა აფეთქებას და ამჟამად იმალება, რადგან ის არის პასუხისმგებელი თავისი ხალხის სიკვდილზე. აღნიშნული ფაქტი კის ოჯახს საზოგადოებისგან რიყავს და მათ ეროვნული ზიზღის ობიექტებად აქცევს. კი ჰო სანის ცოლი უმცროს ვაჟთან, ჰა მიონთან ერთად კლდიდან გადახტომით თავს იკლავს, ჯეი მიონი კი მათ სიკვდილში მედიას ადანაშაულებს, განსაკუთრებით კი სონ ჩა ოკს.
მაგრამ ჰა მიონი ცოცხალია, იგი წყლიდან იხსნა ჩჰვე გონგ პილმა, კეთილმა მოხუცმა, რომელიც ცხოვრობს კუნძულ ჰიანგრიზე. გონგ პილს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ალცაიმერის დაავადება ან ტრავმით გამოწვეული მეხსიერების დაკარგვა, თვლის, რომ ჰა მიონი არის მისი უფროსი ვაჟი ჩჰვე დალ პო, რომელიც ოცდაათი წლის წინ გარდაიცვალა. ჰა მიონი, რომელსაც ქვეყნად სხვა არავინ ჰყავს, მხარს უბამს მოხუცს და მას მამასავით ექცევა. გონგ პილი ოფიციალურად იშვილებს ჰა მიონს, რომელსაც ახლა დალ პო ჰქვია და მის უფროს ვაჟად არეგისტრირებს. ხუთი თვის შემდეგ, როდესაც გონგ პილის უმცროსი ვაჟი ჩჰვე დალ პიონი თავის ქალიშვილ ჩჰვეი ინ ჰასთან ერთად გადადის კუნძულზე, ისინი გაოცებულები არიან გონგ პილის მონათხრობიდან, რომ მათი „უფროსი ძმა“ და „ბიძა“ ჩვეულებრივი ბიჭია. ჩჰვე ინ ჰას აქვს „პინოქიოს სინდრომი“, რომელიც ტყუილის თქმის შემთხვევაში სლოკინს აწყებინებს. იგი თაყვანს სცემს დედას და სძულს კუნძულზე ცხოვრება მას შემდეგ, რაც მშობლები განქორწინდნენ. დალ პოსა და ინ ჰას შორის არსებული მეგობრობა ინგრევა, როდესაც ის გაიგებს, რომ ინ ჰას დედა სხვა არავინაა, თუ არა რეპორტიორი სონ ჩა ოკი.
ხუთი წლის შემდეგ, ინ ჰა და დალ პო არიან საშუალო სკოლის მოსწავლეები და კლასელები. დალ პო, რომელიც რეალურად ძალიან უნარიანია, თავს სულელად იჩენს (როგორც ნამდვილი დალ-პო) და იღებს ყველა ნულს თავის ტესტის შეფასებებში, რათა მხარი დაუჭიროს ჩჰვე გონგ პილის ტყუილს. ის კლასში რეიტინგით ბოლო მოსწავლეა, ჩამორჩენილი და ჭუჭყიანი, ხვეული თმით. დალ პოსთან სკოლაში არ მეგობრობენ, ინ ჰა კი ყველაზე პოპულარული გოგოა. დალ პოს ფარულად უყვარს ინ ჰა და ის ჯერ იძულებულია ჩაერთოს სატელევიზიო ვიქტორინაში, რათა მათი თანაკლასელი ან ჩან სუ, რომელიც გიჟდება ინ ჰაზე, არ გამოუტყდეს მას სიყვარულში ვიქტორინიდან. სატელევიზიო სტუდიაში ის ხვდება შოუს პროდიუსერს ჰვან გიო დონს, რომელიც იყო ტელეარხ YGN-ის რეპორტიორი და ჩა ოკის ერთ-ერთი კონკურენტი, მაგრამ პროფესია შეიცვალა მას შემდეგ, რაც კის ოჯახს დაემართა. მას შემდეგ, რაც ინ ჰა ტელევიზორში დაინახავს დალ პოს და არ იცის, რომ მისი პინოქიოს სინდრომი ზღუდავს მის კარიერულ არჩევანს, იგი გადაწყვეტს გახდეს ჟურნალისტი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Sung, So-young. Actors picked for Pinocchio (8 November 2014). ციტირების თარიღი: 2014-11-15.
- ↑ Lee, Min-ji. Lee Jong Suk and Park Shin Hye Praise Each Other Repeatedly (6 November 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-06. ციტირების თარიღი: 2014-11-15.
- ↑ Kim, Min-jin. Pinocchio sells distribution rights to China for record price (November 24, 2014). ციტირების თარიღი: November 27, 2014
- ↑ Hong, Hye-jin. Pinocchio gains popularity in China (January 19, 2015). ციტირების თარიღი: January 19, 2015
- ↑ Pinocchio continues making waves in China (January 23, 2015). ციტირების თარიღი: January 27, 2015