პიერ აბელარი
პიერ აბელარი (ფრანგ. Pierre Abélard; დ. 1079, ლე-პალე, ნანტის ახლოს, ბრეტანი, — გ. 21 აპრილი, 1142, შალონ-სიურ-სონი, ბურგუნდია) — ფრანგი ფილოსოფოსი და თეოლოგი.
პიერ აბელარი | |
---|---|
ფრანგ. Pierre Abélard | |
დაბ. თარიღი | 1079[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [8] [8] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] [24] [25] [26] [27] [28] [29] [30] [31] [32] [33] [34] [35] [36] [37] [38] [38] [39] [40] [41] [42] [43] [43] [44] [45] [46] [47] [48] [49] [50] [51] |
დაბ. ადგილი | ლე-პალე, Duchy of Brittany, საფრანგეთის სამეფო[52] [6] |
გარდ. თარიღი | 21 აპრილი, 1142[1] [5] [6] |
გარდ. ადგილი | შალონ-სიურ-სონი, ბურგუნდია, საფრანგეთის სამეფო[53] [6] |
დასაფლავებულია | Héloïse and Abélard's tomb[54] [55] [56] |
მოქალაქეობა |
საფრანგეთის სამეფო[6] საფრანგეთი |
საქმიანობა | თეოლოგი[2] [6] , ფილოსოფოსი[2] [6] , კომპოზიტორი, ენათმეცნიერი, პოეტი, ავტობიოგრაფი, ლოგიკოსი, მწერალი[57] [50] და ეკლესიის მსახური |
ალმა-მატერი | პარიზის საკათედრო სკოლა |
განთქმული მოსწავლეები | იოანე სოლსბერიელი, ჰილარიუს ორლეანელი, Robert of Melun და Berengar of Poitiers |
მეუღლე | ელოიზა |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა რაინდის ოჯახში. შემდეგ მიატოვა მამისეული მემკვიდრეობა, რათა ფილოსოფია შეესწავლა. მის მოძღვრებას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. დაახლოებით 1114 წელს კერძო მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ახალგაზრდა ქალ ელიოზთან, რომელიც ბიძის — პარიზელი კანონიკის მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა. პიერსა და ელიოზს შორის სასიყვარულო ურთიერთობა გაჩაღდა და ქალი დაორსულდა, რის გამოც აბელარი დაასაჭურისეს, ხოლო ელიოზი მონაზვნად აღკვეცეს. აბელარი პარიზის ახლოს, სენ-დენის სააბატოში განმარტოვდა. 1121 წელს მისი თეოლოგიური შრომები ერეტიკულად გამოაცხადეს. 1125 წელს აბელარი ბრეტანის ერთ-ერთი მონასტრის აბატი გახდა, მაგრამ მისი ურთიერთობა ადგილობრივებთან დაიძაბა, რის გამოც იძულებული გახდა სააბატო დაეტოვებინა. დაახლოებით 1135 წლის შემდეგ ის ასწავლიდა სენ-ჟენევიევის ბორცვზე მის მიერ დაფუძნებულ სკოლაში. აქვე დაწერა მან თავისი „ეთიკა“, რომელშიც ცოდვის არსს განიხილავდა. 1140 აბელარი კიდევ ერთხელ შერაცხეს ერეტიკოსად, რის გამოც კლუნის მონასტერში გადავიდა.
უნივერსალიების ბუნების შესახებ შუა საკუნეების ფილოსოფოსთათვის დამახასიათებელ დავაში (რაშიც ვლინდება მატერიალიზმის იდეალიზმთან ბრძოლა) იზიარებდა მატერიალიზმთან ახლომდგომ კონცეპტუალიზმის იდეებს. მძაფრი პოლემიკა ჰქონდა სქოლასტიკურ რეალიზმთან (რეალიზმი შუასაუკუნეობრივი). აბელარის წიგნი „ჰო და არა“, რაშიც მოითხოვდა რელიგიური რწმენის შეზღუდვას გონებისეული საფუძვლებით, საეკლესიო ავტორიტეტების მსჯელობებში შეუთავსებელ წინააღმდეგობებს ააშკარავებდა, რასაც პროგრესული მნიშვნელობა ჰქონდა. აბელარის შეხედულებები, როგორც ერეტიკული, დაგმო კათოლიკურმა ეკლესიამ. მას ეკუთვნის ასევე ავტობიოგრაფიული „ვარამთა ისტორია“ და ინტელექტუალური შინაარსის მიმოწერა ელიოზთან, რომელიც შექმნილია წყვილის იძულებითი დაშორებისა და მონასტრებში აღკვეცის შემდეგ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 25.
- ფილოსოფიური ლექსიკონი. თბილისი 1987
- პიერ აბელარი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 2.2 Deutsche Nationalbibliothek Record #11850004X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Абелардъ // Энциклопедический лексикон — СПб: 1835. — Т. 1. — С. 26–27.
- ↑ Абелар, Петр // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский — СПб: Брокгауз — Ефрон, 1890. — Т. I. — С. 23–24.
- ↑ 5.0 5.1 Абеляр // Православная богословская энциклопедия: А — Архелая — СПб: 1900. — Т. 1. — С. 13–20.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 4. — ISBN 978-2-221-06888-5
- ↑ (not translated to mul) პროექტი გუტენბერგი — Project Gutenberg Literary Archive Foundation, 1971.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 Swartz A. Open Library — 2007.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Catholic Encyclopedia — 1995.
- ↑ Encyclopædia Universalis — Encyclopædia Britannica, 1968.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ CONOR.SI
- ↑ Faceted Application of Subject Terminology
- ↑ Early Modern Letters Online
- ↑ Lord Byron and his Times
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden.
- ↑ Athenaeum
- ↑ Muziekweb
- ↑ hymnary.org — Calvin Theological Seminary, Christian Classics Ethereal Library.
- ↑ Internet Philosophy Ontology project
- ↑ ArhivX LOD
- ↑ Musicalics
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ British Museum person-institution thesaurus
- ↑ Autoritats UB
- ↑ The LiederNet Archive — 1995.
- ↑ Catalogue of the Library of the Pontifical University of Saint Thomas Aquinas
- ↑ Documenta Catholica Omnia
- ↑ Répertoire International des Sources Musicales — 1952.
- ↑ opac.vatlib.it
- ↑ Bibliographie annuelle de l'histoire de France — Paris: Éd. du Centre national de la recherche scientifique, 1956. — ISSN 0067-6918; 2697-8733
- ↑ NUKAT — 2002.
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ GeneaStar
- ↑ AlKindi
- ↑ 38.0 38.1 CONOR.BG
- ↑ Korean Authority File
- ↑ CONOR.SR
- ↑ National Library of Portugal — 1796.
- ↑ Medieval Manuscripts in Oxford Libraries — Bodleian Library.
- ↑ 43.0 43.1 Catalogue of the Unione Romana Biblioteche Scientifiche
- ↑ KANTO – Kansalliset toimijatiedot — National Library of Finland.
- ↑ Bibliografie dějin Českých zemí — 1905.
- ↑ MAK
- ↑ Base biographique — BIU Santé.
- ↑ Trove — 2009.
- ↑ datos.bne.es: El portal de datos bibliográficos de la Biblioteca Nacional de España — 2011.
- ↑ 50.0 50.1 Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ OPAC SBN
- ↑ https://books.google.fr/books?id=z3hkJ5PA_8kC&printsec=frontcover&hl=fr&#v=onepage&q&f=false — 9780191585173 — P. xvii.
- ↑ https://books.google.fr/books?id=z3hkJ5PA_8kC&printsec=frontcover&hl=fr&#v=onepage&q&f=false — 9780191585173 — P. xxii.
- ↑ Beaumont F. M. Manuel et itinéraire du curieux dans le cimetière du Père la Chaise — Paris: 1828. — P. 94.
- ↑ A. Henry Le Père Lachaise historique, monumental et biographique — Paris: chez l'auteur, 1852. — P. 26. — 116 გვრ.
- ↑ https://www.tombes-sepultures.com/crbst_1109.html
- ↑ Mirabile: Digital Archives for Medieval Culture — SISMEL – Edizioni del Galluzzo.