პიერ-სენ-მარტენი
პიერ-სენ-მარტენი (ფრანგ. Pierre-Saint-Martin) — კარსტული უფსკრული დასავლეთ პირენეებში, საფრანგეთისა და ესპანეთის საზღვარზე. 1953-1954 და 1966-1979 წლებში ჰქონდა მსოფლიოს უღრმესი მღვიმის სტატუსი. ამჟამად მისი სიღრმე 1408 მ აღწევს. ჯამური სიგრძე დაახლოებით 80 კმ. შესასვლელთა რაოდენობა უდრის 11-ს, რომელთაგან 7 საფრანგეთის, ხოლო 4 ესპანეთის ტერიტორიაზეა. გამომუშავებულია კირქვებში. მასივი თავის დროზე შეისწავლეს ეჟენ ფურნიემ და ედუარდ ალფრედ მარტელმა. მღვიმე ცნობილი გახდა 1950 წლიდან. ერთი წლის შემდეგ, ბელგიელი ფიზიკოსის, მაქს კოზინსის ხელმძღვანელობით, 320 მ-იან ნიშნულზე ჩავიდნენ ჟორჟ ლეპინე, მარსელ ლუბანი და გარუნ ტაზიევი. 1952 წელს გაიმართა მასშტაბური ექსპედიცია, თუმცა მღვიმის შესასვლელ ჭაში ტრაგიკულად დაიღუპა მარსელ ლუბანი. 1953 წელს სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს უზარმაზარი დარბაზი (255 × 245 × 180 მ³). იმ დროისათვის მისი სიღრმე 734 მ აღწევდა.
პიერ-სენ-მარტენი | |
---|---|
Pierre-Saint-Martin | |
კოორდინატები: 42°58′04″ ჩ. გ. 0°46′09″ ა. გ. / 42.96778° ჩ. გ. 0.76917° ა. გ. | |
ქვეყანა | საფრანგეთი ესპანეთი |
სიგრძე | 80 200 მ |
სიღრმე | 1408 მ |
აღმოჩენის წელი | 1950 (ჟორჟ ლეპინე) |
შესასვლელთა რაოდენობა | 11 |
სირთულის კატეგორია | 5B |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | კირქვა |
1954 წელს ნორბერ კასტერემ და სხვებმა აღმოაჩინეს დარბაზი, სადაც ქარის სიჩქარე 40 კმ/სთ აღწევდა. 1955-1956 წლებში კომპანია EDF-მ მიწისქვეშა მდინარის წყლის მოტაცების მიზნით გათხარა 1 კილომეტრიანი გვირაბი, თუმცა პროექტი დიდი ხნით იქნა მივიწყებული. 1973 წლისათვის გამოკვლეული ნაწილის სიღრმე უდრიდა 1332 მ-ს. 1979 წელს პიერ-სენ-მარტენმა სიღრმის მიხედვით პირველობა დაუთმო ჟან-ბერნარის მღვიმეს (1358 მ). 2006 წელს განახლდა ჰესის მშენებლობის პროექტი, 2008 წლის 4 აპრილს გაეშვა 4 მგვტ-იანი ჰიდროელექტროსადგური.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მსოფლიოს უღრმესი მღვიმეები დაარქივებული 2017-10-28 საიტზე Wayback Machine.
- ნორბერ კასტერე — ჩემი ცხოვრება მიწის ქვეშ
- პიერ-სენ-მარტენი[მკვდარი ბმული]
- პიერ-სენ-მარტენი დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.