პეშკოპია
პეშკოპია (ალბ. Peshkopia) — ქალაქი ალბანეთში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ მთიან რეგიონში. დიბრის ოლქისა და დიბრის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ალბანეთის ერთადერთი რეგიონალური დედაქალაქი, რომელსაც არ აქვს ოლქის მსგავსი სახელი. 2023 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 14 710 ადამიანი.[1][2]
ქალაქი | |||
---|---|---|---|
პეშკოპია Peshkopia | |||
| |||
ქვეყანა | ალბანეთი | ||
ოლქი | დიბრა | ||
რაიონი | დიბრა | ||
კოორდინატები | 41°41′00″ ჩ. გ. 20°25′41″ ა. გ. / 41.68333° ჩ. გ. 20.42806° ა. გ. | ||
ფართობი | 1,92 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 651 მ | ||
მოსახლეობა | 14 710 კაცი (2023) | ||
სიმჭიდროვე | 7 700 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 0218 | ||
საფოსტო ინდექსი | 8301 | ||
ოფიციალური საიტი | peshkopia.com | ||
პეშკოპია მდებარეობს მდინარე შავი დრინის აღმოსავლეთით, ალბანეთის დედაქალაქ ტირანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 187 კილომეტრში და ჩრდილოეთ მაკედონიის საზღვრიდან 20 კილომეტრში. ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 651 მეტრზე.