პეტროს ავეტისიანი

პეტროს ავეტისიანი (სომხ. Պետրոս Ավետիսյան; დ. 7 იანვარი, 1996, ერევანი, სომხეთი) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით ნახევარმცველი. იგი ამჟამად თამაშობს სომეხის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და სომხეთის პრემიერლიგის გუნდ არარატ-არმენიაში.

პეტროს ავეტისიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Պետրոս Ավետիսյան
დაბადების
თარიღი
7 იანვარი, 1996 (1996-01-07) (28 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთი
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
არარატ-არმენია
ნომერი 77
ახალგაზრდული კარიერა
2002-2013 ბანანცი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2014 - 2016 ბანანცი 35 (4)
2016   პიუნიკი 17 (1)
2017 - 2018 პიუნიკი 33 (9)
2019 - არარატ-არმენია 22 (9)
ეროვნული ნაკრები
2015 - 2018 სომხეთის 21-წლამდელთა 16 (4)
2019 - სომხეთი 3 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა.[1] რედაქტირება

ბანანცი რედაქტირება

პეტროს ავეტისიანი დაიბადა 1996 წლის 7 იანვარს, ერევანში; მან საფეხბურთო კარიერა დაიწყო მალატიას ფეხბურთის სკოლაში, რომელსაც შემდეგში ბანანცი ეწოდა.[2] კლუბის ახალგაზრდულ სისტემაში წარმატების მიღწევის შემდეგ, ის გახდა 2014-15 წლების სეზონში სომხეთის პირველი ლიგის[3] ბანანცი–2–ის ბომბარდირი და გადავიდა კლუბის პირველ გუნდში.

2014 წლის 11 ნოემბერს შედგა მისი დებიუტი სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში; ამ შეხვედრაში კლუბი პიუნიკს დაუპირისპირდა.[4] ორ კვირაში იგი უკვე ბანანცის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა.[5]

2015-16 წლების სეზონში იგი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო. კლუბმა ამ სეზონში სომხეთის თასი მოიგო. მის ნიჭს აფასებდა ფეხბურთის მრავალი სპეციალისტი. სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის რეზიდენტმა რუბენ ჰაირაპეტიანმა თქვა, რომ ავესტიანი ალბათ მეორე ჰენრიხ მხითარიანი გახდება, თუ იგი მის მსგავსად იმუშავებს საკუთარ თავზე.[6] ბანანცის ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ ავეტსიანს უდიდესი პოტენციალი და ტალანტი აქვს.[7]

პიუნიკი რედაქტირება

2019 წლის 29 ივლისს ავეტისიანმა კლუბ პიუნიკთან 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა[8] და ითამაშა თითქმის ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში 2016-17 წლების სეზონის პირველ ნახევარში.

2017 წლის 23 იანვარს იგი ოფიციალურად გაიცვალა ბანანციდან პიუნიკში.[9]

2018 წლის დასაწყისში მისი სახელი დაუკავშირეს უკრაინულ კლუბებს ზარია ლუგანსკისა[10] და ალექსანდრიას.[11]

არარატ-არმენია რედაქტირება

2019 წლის 27 თებერვალს არარატ-არმენიან გამოაცხადა, რომ პეტროს ავეტისიანთან კონტრაქტი გააფორმა.[12] მისი დებიუტი არარატ-არმენიაში 2019 წლის 2 მარტს, პრემიერ ლიგის ეგიდით, არარატ-ერევანის წინააღმდეგ შედგა; არარატ-არმენიამ მოწინააღმდეგე საკუთარ კედლებში ანგარიშით 4:1 დაამარცხა.[13] იგი თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო და ამავე შეხვედრაში 90-ე წუთზე გაიტანა საკუთარი პირველი გოლი. ამ სეზონში ავეტისიანმა კლუბთან ერთად მოიგო სომხეთის პრემიერლიგა; იგი სომხეთის ჩეპიონი პირველად გახდა.[14]

საერთაშორისო კარიერა რედაქტირება

ავეტისიანის დებიუტი სომხეთის ეროვნულ 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებში 2015 წლის 8 სექტემბერს, რუმინეთის წინააღმდეგ შედგა.

2016 წლის 3 ნოემბერს იგი გამოიძახეს სომხეთის ეროვნულ ნაკრებში.[15]

2017 წლის 13 იანვარს მან სომხეთის 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტნის ტიტულით პირველი გოლი გაიტანა. ეს იყო გიბრალტარის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ, უეფას 21-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში (2019 წელს, პორტუგალიაში).[16]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Armenia - P. Avetisyan - Profile with news, career statistics and history - Soccerway. ციტირების თარიღი: 2016-12-21
  2. Պետրոս Ավետիսյան. Ոչ մի ֆուտբոլիստ չպետք է բավարարվի նրանով, ինչին հասել է | Ֆուտբոլ365. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-07. ციტირების თარიღი: 2019-11-06.
  3. 2014-2015. ციტირების თარიღი: 2016-12-21
  4. Pyunik vs. Banants - 2 November 2014 - Soccerway. ციტირების თარიღი: 2016-12-21
  5. Petros In Starting Eleven First Time. ციტირების თარიღი: 2016-12-21
  6. Torosyan, Vardan. Մասնակցելու եմ հավաքականի կազմի ընտրությանը, ու որևէ մեկը բարոյական իրավունք չունի ինձ մեղադրելու այդ հարցում. Ռուբեն Հայրապետյանի հարցազրույցը "Ֆուտբոլ+"-ին | ArmFootball.com | Հայկական ֆուտբոլ և ոչ միայն.... დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-08. ციტირების თარიღი: 2019-11-06.
  7. Տիտո Ռամալյո. "Ալաշկերտը" շատ ուժեղ թիմ է, որը երբեմն սխալներ է թույլ տալիս | Ֆուտբոլ365. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-07. ციტირების თარიღი: 2019-11-06.
  8. Պետրոս Ավետիսյանը վարձակալական հիմունքներով հանդես կգա "Փյունիկում". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-16. ციტირების თარიღი: 2016-12-21
  9. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-01. ციტირების თარიღი: 2019-11-06.
  10. Zorya Luhansk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-19. ციტირების თარიღი: 2019-11-06.
  11. Alexandria. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-30. ციტირების თარიღი: 2019-11-06.
  12. https://www.facebook.com/araratarmeniafc/photos/a.308333323036832/473145519888944/?type=3&theater
  13. https://www.soccerway.com/matches/2019/03/02/armenia/premier-league/avan-academy/fc-ararat-yerevan/2856953/
  14. https://int.soccerway.com/national/armenia/premier-league/20182019/regular-season/r48391/
  15. Արթուր Պետրոսյանը հրապարակել է Հայաստանի ազգային հավաքականի կազմը. ციტირების თარიღი: 2016-12-21
  16. Under 21. Gibraltar - Armenia. ციტირების თარიღი: 14 June 2017.