პეტრე I-ის სახლი (ნიჟნი-ნოვგოროდი)

პეტრე I-ის სახლი (რუს. Домик Петра I) — ღირსშესანიშნაობა ნიჟნი-ნოვოგორდში. მდებარეობს თანამედროვე პოჩაინის ქუჩაზე (სახლი 27).

პეტრე I-ის სახლი
Домик Петра I
მდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდი, რუსეთი
თარიღდება XVII საუკუნე
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5210044000

შენობა ააშენეს XVII საუკუნეში. ადგილობრივი გადმოცემის მიხედვით, ამ სახლში იმპერატორი პეტრე I ორჯერ შეჩერებულა: პირველად 1695 წელს აზოვის ლაშქრობის წინ, ხოლო მეორედ - 1722 წელს, როდესაც მიემგზავრებოდა ნიჟნი-ნოვგოროდში კუზმა მინინის საფლავის მოსანახულებლად.

თავდაპირველად სახლი ეკუთვნოდა ვაჭარ ჩატიგინს, რის გამოც სახლის მეორე სახელწოდებაა ჩატიგინის სახლი. XVIII საუკუნეში ვაჭარ დოკუკინების კუთვნილებაა, 1765 წელს მიხაილ დოკუკინის ქვრივის ირინა პეტრეს ასულს ეკუთვნის. შემდეგ პერიოდში სახლის მფლობელები არაერთხელ შეიცვალა. XIX საუკუნეში შენობა ძლიერ მოძველდა და გამოიყენებოდა როგორც ღამის გასათენებელი სახლი. 1888 წელს სახლი შეიძინა ნიჟნი-ნოვგოროდის სამეცნიერო არქივმა, რათა მასში განეთავსებინა ისტორიული მასალები.

2008 წლის 6 მარტს ნიჟნი-ნოვგოროდის მთავრობამ ჩატიგინის სახლის საზღვრები აღიარა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად.

ბარი „პეტრე I-ის სახლი“

რედაქტირება

1996-2005 წლებში პეტრე I-ის სახლის სარდაფში განთავსებული იყო ამავე სახელწოდების პაბი, საკონცერტო მოედნით, რომელიც გათვლილი იყო ნიჟნი-ნოვგოროდელი მუსიკოსებისათვის. „მცირე სცენა“ ადგილს უთმობდა როკ-ჯგუფებს, რომელთა უმეტესობაც შემდეგ ცნობილი გახდნენ. აქ გამოდიოდნენ: „ДНК“, „Не Нашего мира“ (შემდეგ „Uma2rmaH“), ალექსი ხრინოვი, „40 градусов“, Shannon, The Racoons, The Dartz (სანქტ-პეტერბურგი), Puck & Piper (მოსკოვი), „Мата Хари“ (ძერჟინსკი).

2005 წლის ივნისში ქალაქის ადმინისტრაციამ იჯარა აღარ გაუხანგრძლივა მფლობელებს და აუკრძალა მსგავსი აქტივობები ისტორიულ ნაგებობაში. ამჟამად ნაგებობა ნახევრადდანგრეულ მდგომარეობაში იმყოფება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება