Uma2rman
Uma2rman (თავდაპირველად ცნობილი, როგორც უბრალოდ Уматурман) — რუსული როკ-ჯგუფი ნიჟნი-ნოვგოროდიდან.
Uma2rman | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ნიჟნი-ნოვგოროდი, რუსეთი |
ჟანრ(ებ)ი | პოპ-როკი, რეგი, ფანკ-როკი |
აქტიური | 2003-დღემდე |
წევრები | ვლადიმირ კრისტოვსკი, სერგეი კრისტოვსკი, ალექსეი კაპლუნი, იური ტერლეცკი, ალექსანდრე აბრამოვი |
საიტი | www.uma2rman.com |
Uma2rman ვიკისაწყობში |
თავდაპირველად შედიოდნენ ძმები, სერგეი და ვლადიმირ კრისტოვსკები. ჯგუფს მათ სახელი დაარქვეს საყვარელი მსახიობის, უმა თურმანის პატივსაცემად. კონცერტებისთვის მათ შეუერთდნენ სხვა მუსიკოსები - სერგეი სოლოდკინი (დასარტყმელი საკრავები), იური ტერლეცკი (სოლო-გიტარა), ალექსეი კაპლუნი (კლავიშებიანები), ალექსანდრე აბრამოვი (საქსოფონი).
ჯგუფმა წარმატება მოიპოვა ჰიტებით „Прасковья“, „Ума Турман“, „Проститься“ და ფილმის „ღამის გუშაგი“ ტიტრებში გაჟღერებული კომპოზიციით.
ჯგუფის არის მუზ-ტვ-ის ჯილდოს სამი გზის ლაურეატი.
დისკოგრაფია
რედაქტირება- სტუდიური ალბომები
- В городе N (2004)
- А может это сон?... (2005)
- Куда приводят мечты (2008)
- 1825 (2008)
- В этом городе все сумасшедшие (2011)