პეტრე სმოროდინი
პეტრე სმოროდინი (რუს. Смородин, Пётр Иванович; დ. 1897 — გ. 1939) — საბჭოთა პარტიული მოღვაწე. კომკავშირის ერთ-ერთი შემქმნელი. 1922–1924 წლებში იყო კომკავშირის მთავარი მდივანი. 1917 წლის მაისიდან კომუნისტური პარტიის წევრი. დაიბადა ბორინსკოეში ქრისტიანების ოჯახში. 1917 წელს მონაწილეობა მიიღო პეტროგრადის მუშა ახალგაზრდების სოციალისტური კავშირის შექმნაში. ოქტომბრის შეიარაღებული აჯანყების მონაწილე. 1918-1920 წლებში პეტროგრადის ფრონტზე მუშა ახალგაზრდების სოციალისტური კავშირის პარტიზანული განყოფილების დამხმარე უფროსი. პოლკის კომისარი. იყო სრულიად რუსეთის ცენტრალური საშემსრულებლო კომიტეტის წევრი. დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით.
პეტრე სმოროდინი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
---|---|
1922 – 1924 | |
წინამორბედი | ლაზარე შაცკინი |
მემკვიდრე | ნიკოლოზ ჩაპლინი |
დაბადებული | 1897 ბორინსკოე, რუსეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 1939, 25 თებერვალი სტალინგრადი, სსრკ |
პოლიტიკური პარტია | საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Мильчаков А. И., Первое десятилетие. Записки ветерана комсомола, 2 изд., М., 1965;
- Архангельский В., П. Смородин, М., 1974.