პეტრე მიტროპოლიტის ტაძარი

პეტრე მიტროპოლიტის ტაძარი (რუს. Собор Петра Митрополита) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ვისოკო-პეტროვსკის მონასტრის მთავარი ტაძარი. აგებულია 1514-1517 წლებში.

პეტრე მიტროპოლიტის ტაძარი
პეტრე მიტროპოლიტის ტაძარი — რუსეთი
პეტრე მიტროპოლიტის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°46′02″ ჩ. გ. 37°36′54″ ა. გ. / 55.76722° ჩ. გ. 37.61500° ა. გ. / 55.76722; 37.61500
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7730645012
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1514-1517

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

თავდაპირველად ეკლესიის ადგილზე მდებარეობდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელზე ნაკურთხი ხის ეკლესია. პეტრე კიევის მიტროპოლიტის გარდაცვალებისა და კანონიზაციის შემდეგ 1339 წელს ეკლესია ხელახლა აკურთხეს მის სახელზე. 1514-1517 წლებში ხის ეკლესია ქვაში განაახლა არქიტექტორმა ალევიზ ნოვიმ.

ეკლესია ააგეს რვაკუთხა კოშკის სტილში, რომელიც მთავრდება ჩაფხუტისმაგვარი გუმბათით. ზოგჯერ ეკლესიას შეცდომით მიაკუთვნებენ მშენებლობის სტილს „რვაკუთხედი ოთხკუთხედზე“. ტაძარი რუსული ბურჯებიანი არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მაგალითია. ტაძარი საკმაოდ პატარაა, იგი იმეორებს თავდაპირველად არსებული ხის ეკლესიის არქიტექტურას. ფასადების დეკორაცია უბრალო და ლაკონურია. პილასტრები სრულდება აგურის ლავგარდნით.

1690 წელს ეკლესია ნარიშკინებმა ნაწილობრივ გადააკეთეს მოსკოვური ბაროკოს სტილში.

ეკლესიის კურთხევა შედგა პეტრე I-ისა და ივანე V-ის მონაწილეობით.

1689-1690 წლებში ეკლესია კვლავ გაარემონტეს და ხელახლა აკურთხეს ახლა უკვე პეტრე I დიდის მონაწილეობით. 1691 წელს კლიმ მიხაილოვმა დაასრულა კანკელი. 1713-1714 წლებში ტაძრის ვიწრო ფანჯრები გააფართოვეს და მისცეს კვადრატული სახე.

1920-იან წლებში მონასტერთან ერთად ტაძარიც დაიხურა. კანკელი შენარჩუნდა 1940-იან წლებამდე. 1980-იან წლებამდე ეკლესია გამოიყენებოდა, როგორც რსფსრ-ის კულტურის სამინისტროს სამხატვრო ფონდის დირექციის საწყობად. 1984 წელს ტაძარი XIV საუკუნის ფორმას დაუბრუნა არქიტექტორმა ბ. დედუშენკომ.

1990 წელს ეკლესია გადაეცა ვისოკო-პეტროვსკის მონასტერს. ტაძრისთვის შეიქმნა ახალი კანკელი და კედლები მოიხატა. 1998 წლის 3 იანვარს შედგა ტაძრის კურთხევა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Москва: все православные храмы и часовни / авт.-сост.: М. И. Вострышев, С. Ю. Шокарев. — М.: Эксмо, 2009. — С. 341—342. — ISBN 978-5-699-34703-2.
  • Дедушенко Б. П. Собор Петра митрополита Высоко-Петровского монастыря в Москве // Вопросы охраны, реставрации и пропаганды памятников истории и культуры. — М., 1976. — Вып. IV.