პეტრე კლაპიტონიშვილი
პეტრე ალექსანდრეს ძე კლაპიტონიშვილი (დ. 1800, სტამბოლი — გ. უცნობია) — პირველი ქართველი ექიმი, რომელმაც რუსეთში მიიღო უმაღლესი სამედიცინო განათლება. ერეკლე II-ის კარის ექიმის შვილი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1822 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია და მუშაობა დაიწყო კარის ექიმად იმჟამად რუსეთში მყოფ დედოფალ მარიამთან. 1828-იდა ელიზავეტპოლის (ახლანდელი განჯა), 1832-იდან კი გორის მაზრის ექიმი იყო. 1836-1843 წლებში მუშაობდა ბაქოსა და ნუხაში. კლაპიტონიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული სამედიცინო ლიტერატურის განვითარებაში. პეტერბურგში ქართულ ენაზე 3 ნაწილად გამოსცა სამედიცინო დარიგებანი, რომელიც შემდეგ რუსულ ენაზეც გამოიცა. შეადგინა და მოსკოვში ქართულ ენაზე გამოსცა მოკლე კარაბადინი. მასვე ეკუთვნის ვრცელი ანგარიშები ინფექციურ სნეულებათა (შავი ჭირი, ქოლერა და სხვა) წარმოშობის მიზეზების, გავრცელების გზების, კლინიკის, პროფილაქტიკისა და მკურნალობის შესახებ.
ლიტერატურა
რედაქტირება- შენგელია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 544.