პეტრე ბუაჩიძე (დ. 28 ივნისი, 1893, ფარცხნალი — გ. 5 ნოემბერი, 1969) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1932–1935 წლებში იყო საქართველოს ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1933–1936 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კანისა და ვენერიულ სნეულებათა კათედრის გამგე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დერმატოლოგ–ვენეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1943).

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1943 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • კანისა და ვენერიული სნეულებანი: სახელმძღვ. სამედ. ტექნიკუმის სტუდენტთათვის (ავტორი), თბილისი, განათლება, 1967, გვ. 207
  • პათოგენური დერმატომიკოზები (ავტორი), თბილისი, საბჭ. საქართველო, 1964, გვ. 181
  • კანისა და ვენერული სნეულებანი (ავტორი), თბილისი, ცოდნა, 1963, გვ. 442

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997, გვ. 488

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება