პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის პეტრეს ჭიშკარი
პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის პეტრეს ჭიშკარი (რუს. Петровские ворота Петропавловской крепости) — პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ტრიუმფალური თაღი სანქტ-პეტერბურგში, ხელმწიფისა და მენშიკოვის ბასტიონებს შორის.
პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის პეტრეს ჭიშკარი Петровские ворота Петропавловской крепости | |
---|---|
კოორდინატები | 59°57′03″N 30°19′13″E / 59.9508° ჩ. გ. 30.3202° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
არქიტექტორი | დომენიკო ტრეზინი |
სტილი | ბაროკო |
თარიღდება | 1708 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებაპირველი პეტრეს ჭიშკარი, რომელიც ქვის საფუძველზე იყო დამყარებული და ხისგან აშენებული, ააგეს 1708 წელს, ხოლო მთლიანად ქვაში გადააკეთეს 1716-1717 წლებში დომენიკო ტრეზინის პროექტის მიხედვით. თაღს ზემოდან ადგას ფართო ატიკი, რომელიც სრულდება ნახევარწრიული ფრონტონით, რომელზეც კონდრატ ოსნერის პანოა გამოსახული („მოციქულ პეტრეს მიერ სიმონის ჩამოგდება“). აღნიშნული პანო ასოცირდება ჩრდილოეთის ომში რუსეთის გამარჯვებასთან ასოცირდება (სიმონი ესაა შვედეთის მეფე კარლ XII, ხოლო პეტრე - პეტრე I დიდი). ხის ბარელიეფის სიგანეა 4,9 მ, ხოლო სიმაღლე 3,35 მეტრი.
1720 წლის აგვისტოში თაღის თავზე დაამონტაჟეს რუსეთის გერბი (ორთავიანი არწივი), რომელიც შესრულებული იყო ხელოსან ფრანსუა ვასუს მიერ. 1723 წელს მხატვარმა ალექსანდრე ზახაროვმა და ოქრომჭედელმა ივან უვაროვმა ფიგურა შავად შეღებეს და მოაქროვეს გვირგვინი, სკიპტრა, ბირთვი და ფარის დეტალები. მთლიანი გერბის წონა შეადგენდა 1122 კგ. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გერბი არ ჩამოუხსნიათ, ხოლო დახურეს დეკორატიული ფარი.
ჭიშკარი დაინგრა უკვე XVIII საუკუნეში, თუმცა გაარემონტეს. 1941 წელს საბრძოლო მოქმედებების დროს ძლიერ დაზიანდა. 1951 წელს არქიტექტორების ა. ა. კედრინსკისა და ა. ლ. როტაჩის მიერ ჩაუტარდა რესტავრაცია. ასევე ციხესიმაგრის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა 2008 წლის აპრილ-მაისშიც.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Фотография пано над воротами დაარქივებული 2016-10-12 საიტზე Wayback Machine.
- Сферическая панорама у Петровских ворот დაარქივებული 2017-07-15 საიტზე Wayback Machine.