პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ხელმწიფის ბასტიონი
პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ხელმწიფის ბასტიონი (რუს. Государев бастион Петропавловской крепости) — პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ორი აღმოსავლეთის ბასტიონიდან ერთ-ერთი. მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში, მდინარე ნევის მხარეს. აღმოსავლეთიდან ხურავს პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის იოანეს რაველინს.
პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ხელმწიფის ბასტიონი Государев бастион Петропавловской крепости | |
---|---|
კოორდინატები | 59°57′00″N 30°19′14″E / 59.95° ჩ. გ. 30.320694° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
არქიტექტორი | ჟოზეფ გასპარ ლამბერ დე გერენი |
მოქანდაკე | ვილჰელმ კირშტენშტეინი |
თარიღდება | 1703-1709 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებაბასტიონის მშენებლობა დაიწყეს 1703 წლის 16 მაისს, რითაც კურდღლის კუნძულზე სათავე დაუდეს თავდაპირველ მიწითა და ხით აგებულ ციხესიმაგრეს და სანქტ-პეტერბურგს. მშენებლობის ზედამხედველი იყო თავად პეტრე I, რომლის პატივისცემის ნიშნად მიიღო სახელწოდება — ხელმწიფის ბასტიონი.
ხელმწიფის ბასტიონი შენდებოდა ინჟინერ ვ. ა. კირშტენშტეინის ხელმძღვანელობით, სავარაუდოდ, ინჟინერ ჟოზეფ გასპარ ლამბერ დე გერენის პროექტის მიხედვით, რომლის მიღებაშიც აქტიურად მონაწილეობდა პეტრე I.
1717-1732 წლებში არქიტექტორ დომენიკო ტრეზინის პროექტის მიხედვითა და სამხედრო ინჟინერ ბურჰარდ კრისტოფ ფონ მინიხის მონაწილეობით ხელმწიფის ბასტიონი გადააკეთეს ქვაში. შენობის შიგნით განათავსეს ორსართულიანი კაზემატები, ხოლო ბასტიონების ქვეშ დააყოლეს მიწისქვეშა გასასვლელები. 1752 წელს ბასტიონში ჩაამონტაჟეს ქვის ხიდი გალავანზე იარაღის ასატანად. 1782-1784 წლებში ინჟინერ რ. რ. ტომილოვის პროექტის მიხედვით ნევის მხარეს ბასტიონის ფასადი მოაპირკეთეს გრანიტის ფილებით.
1703 წელს ციხესიმაგრის დასრულებისთანავე ხელმწიფის ბასტიონზე აღმართეს ციხის დროშა, ხოლო 1704 წელს აანთეს პირველი შუქურა. 1726-1766 წლებში ბასტიონის ერთ-ერთ განყოფილებაში ინახებოდა პეტრე I-ის ნავი, რომელსაც უწოდებდნენ „რუსული ფლოტის ბაბუას“.
დიდი სამამულო ომის პერიოდში ბასტიონზე დაამონტაჟეს პელენგატორი, რომლის ფუნქციაც იყო ქალაქის თავზე მოძრავი მტრის თვითმფრინავების აღმოჩენა.
1954 წელს ბასტიონი გადასცეს ლენინგრადის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმს. ბასტიონი გადაღებულია რამდენიმე ფილმში.