პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის მენშიკოვის ბასტიონი

პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის მენშიკოვის ბასტიონი (რუს. Меншиков бастион Петропавловской крепости) — პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ორი აღმოსავლეთის ბასტიონიდან ერთ-ერთი. მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში, მდინარე ნევის მხარეს. აღმოსავლეთიდან ხურავს პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის იოანეს რაველინს.

პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის მენშიკოვის ბასტიონი
Меншиков бастион Петропавловской крепости
კოორდინატები 59°57′06″N 30°19′12″E / 59.951694° ჩ. გ. 30.320111° ა. გ. / 59.951694; 30.320111
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
თარიღდება 1703-1709
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810390005

მენშიკოვის ბასტიონი არის ერთ-ერთი ყველაზე პირველი ბასტიონი პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში. მისი მშენებლობა დაიწყეს ხელმწიფის ბასტიონის მშენებლობის დაწყებისთანავე. სახელი ეწოდა ალექსანდრე მენშიკოვის გვარის მიხედვით, რომელიც იყო მეორე პიროვნება სახელმწიფოში მეფის შემდეგ. ზოგიერთი ისტორიული წყარო მოგვითხრობს, რომ ბასტიონს საფუძველი თავად პეტრე I-მა ჩაუყარა.

XVIII საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც თავადი მენშიკოვი შერისხეს და ციმბირში გადაასახლეს, ბასტიონმა დაკარგა თავისი ისტორიული სახელწოდება და გადაარქვეს სახელი პეტრე II-ის პატივისცემის ნიშნად. ისტორიული სახელი მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში დაუბრუნდა და ესეც იმიტომ რომ ბოლშევიკები პეტრეს და მის თანამოაზრეებს მიიჩნევდნენ არა მარტო რეფრმატორებად, არამედ პატრიარქალური წყობილების დამამხობლებად.

სხვადასხვა წლებში ბასტიონი გადააკეთეს და გაარემონტეს განსხვავებული საჭიროებებისათვის. მისი ორი სართული გააერთიანეს და მასში საიდუმლო კანცელარია განათავსეს. მენშიკოვის ბასტიონის უკანასკნელი სარესტავრაციო სამუშაოები გაიმართა 2012 წელს. სამშენებლო სამუშაოების დროს გაამაგრეს გრუნტი და ბასტიონის კედლებს დაუბრუნეს ისტორიული იერ-სახე.

ქალაქის ხელისუფლების განმარტებით აღნიშნული რემონტი გამოიწვია ბასტიონის ავარიულმა მდგომარეობამ, რომელიც გამოწვეულია ტენიანობის მაღალი დონით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება