პეტრეს ყაზარმები (რუს. Троицкая крепость) — XVIII საუკუნის არქიტექტურის ნიმუში, რომელიც შემონახულია ჩვენს დრომდე. წარმოადგენს სამების ციხესიმაგრის იარაღის საწყობს. ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი შედის რუსეთის ფედერაციის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

პეტრეს ყაზარმები
რუს. Троицкая крепость
კოორდინატები 47°12′18″N 38°57′00″E / 47.205° ჩ. გ. 38.95° ა. გ. / 47.205; 38.95
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი 1806
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6110056002

1803 წლის 7 დეკემბერს ტაგანროგში დიმიტრი როსტოველის ციხესიმაგრიდან გაიგზავნა გარნიზონის ბატალიონი[1]. ტაგანროგის ორბატალიონიანი პოლკის დაარსების მიზნით დაიწყეს ახალი ყაზარმის მშენებლობა[1]. ყოფილ სამების ციხესიმაგრეში მოწყობილი იყო ათი უჯრედი ჯარისკაცების ყაზარმებისათვის. თითოეული ასეთი უჯრედი შედგებოდა ჯარისკაცების ყაზარმისაგან, ოფიცერთა დარბაზისა და სამზარეულოსაგან. დანაყოფების ფართობი იყო 51,3 х 68,4 მ.

ჩვენს დრომდე შემონახულია მხოლოდ ერთი უჯრედი. მისი თავდაპირველი დაგეგმარება რამდენიმეჯერ შეცვლილა შეკეთებების შედეგად. ყაზარმის კედლები აგურითაა ნაგები. ყაზარმის ფასადზე მდებარეობს 16 სწორკუთხა ფანჯარა. სახურავი ორფერდაა.

1920-იან წლებში ყაზარმაში განთავსებული იყო მცირეწლოვანთა კოლონია[1]. 1923 წელს უჯრედის შენობის ნაციონალიზაცია მოხდა. 1937 წელს გადაეცა № 7 სახლმმართველობას, როგორც საცხოვრებელი სათავსო[1].

1998 წელს ყაზარმის შენობა გადაეცა ტაგანროგის ისტორიულ-არქიტექტურულ ნაკრძალს, სადაც მოგვიანებით, რესტავრაციის შემდეგ დაგეგმეს მუზეუმის გახსნა სახელწოდებით „სამების ციხესიმაგრის ყაზარმები“[2]. სამუზეუმო კომპლექსის შემადგენლობაში შევა ჯარისკაცების ყაზარმა, ოფიცრის სახლი, სამზარეულო, წამლის საცავი და ჭა[2].

2007 წელს ქალაქის ადმინისტრაციაში განიხილეს საბრძოლო დანაყოფებში „საბრძოლო დიდების მუზეუმის“ გახსნის საკითხი[3], თუმცა ამ იდეაზე უარი თქვეს, რადგან არ მოიწონა როსტოვის ოლქის კულტურის სამინისტრომ[3].

2012 წელს ტაგანროგის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება შეექმნათ დასვენების ცენტრი „პეტრეს ყაზარმები“ და გაერთიანებულიყო იგი ფაინა რანევსკის მომავალ მუზეუმთან და ალექსანდრე I-ის მემორიალურ ოთახთან[4]. ამ გაერთიანებას ეწოდებოდა „ტაგანროგის სამუზეუმო კომპლექსი“[4]. 2012 წელს ბიუჯეტიდან გამოიყო სახსრები მუზეუმის აღსადგენად და ექპონატებისათვის[5].

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Назаренко И. В. Казарма времен Александра I / Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 371. — ISBN 978-5-88040-064-5.
  2. 2.0 2.1 Назаренко И. В. Казарма времен государя Павла / Энциклопедия Таганрога. — Таганрог: Антон, 1998. — С. 281. — ISBN 5-88040-017-4.
  3. 3.0 3.1 Андреева Е. Объекты реставрации  — к юбилею писателя დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. // Недвижимость Таганрога. — 2007. — 30 июня.
  4. 4.0 4.1 Лобахина Ю. Музей Фаины Раневской будет объединен с «Петровскими казармами» // Аргументы и Факты на Дону. — 2012. — 29 янв.
  5. Ионова Л. В Таганроге появится музей Раневской // Российская газета. — 2012. — 14 февр.