პეტერგოფის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარი

პეტერგოფის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარი (რუს. Собор Петра и Павла) — მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი პეტერგოფში. აგებულია 1894-1904 წლებში. მდებარეობს ახალ პეტერგოფში, ოლგინის ჭაობის ნაპირზე, სანქტ-პეტერბურგის პროსპექტზე.

პეტერგოფის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარი
პეტერგოფის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარი — რუსეთი
პეტერგოფის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°52′44″ ჩ. გ. 29°54′46″ ა. გ. / 59.87889° ჩ. გ. 29.91278° ა. გ. / 59.87889; 29.91278
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა პეტერგოფი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7801172001
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ნიკოლაი სულტანოვი, ვასილი კოსიაკოვი
ხუროთმოძღვრული სტილი ნეორუსული
თარიღდება 1894-1904

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ახალი ტაძრის მშენებლობის შესახებ პირველი შუამდგომლობა ეკუთვნის პეტერგოფის პროტოპრესვიტერ იოანე იანიშევს. შუამდგომლობა წარადგინეს 1892 წელს და მისი მთავარი არგუმენტი იყო, რომ ქალაქში ეკლესიების სიმრავლის მიუხედავად არ არსებობდა ტაძარი.

შუამდგომლობამ მინისტრ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვის საშუალებით მიაღწია იმპერატორ ალექსანდრე III-მდე, რომელმაც პირადად გამოყო ადგილი ტაძრის ასაშენებლად ცარიცინის (ოლგინის) ჭაობის ახლოს.

კონკურსზე იმპერატორმა არქიტექტორებად მოიწვია ლეონტი ბენუა, ნიკოლაი დე როშფორი, ა. ი. სემიონოვი და ნიკოლაი სულტანოვი. 1893 წლის გაზაფხულზე ალექსანდრე III-მ დაამტკიცა ტაძრის პროექტი, რომელიც შეიმუშავა სულტანოვმა. 1894 წელს დაიწყო ტაძრის მშენებლობისათვის სამზადისი.

ტაძარს საფუძველი ჩაუყარა პროტოპრესვიტერმა იოანე იანიშევმა 1895 წლის 6 აგვისტოს. სამუშაოებს ხელმძღვანელობდა არქიტექტორი ვასილი კოსიაკოვი. მშენებლობა მიმდინარეობდა საიმპერატორო კარის სამინისტროს დაფინანსებით. ოთხ წელიწადში ააშენეს შენობა, სამი წელი კი მის შელესვას, გათბობასა და ვენტილაციას მოანდომეს. უკანასკნელი ორი წელი მიმდინარეობდა ტაძრის მოხატვა და კანკელის დამონტაჟება. ასევე ააშენეს საეკლესიო-სამრევლო სკოლის შენობა და ელექტროსადგური.

ტაძარი ასევე პროტოპრესვიტერმა იოანე იანიშევმა აკურთხა 1905 წლის 25 ივნისს, იმპერატორის ოჯახის მონაწილეობთ. ეგვტერები იყო ალექსანდრე ნეველისა და ქსენია პეტერბურგელის სახელზე ნაკურთხი. მათი საზეიმო კურთხევა შედგა 1905 წლის 28 აგვისტოს.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ტაძარი სამრევლო გახდა. 1922-1937 წლებში აქ განთავსებული იყო პეტერგოფის ეპისკოპოსის ნიკოლაი იარუშევიჩის კათედრა.

1938 წელს ეკლესია დახურეს. განიხილებოდა ტაძრის აფეთქება. 1941 წელს მოანგრიეს გუმბათი.

ისევე როგორც პეტერგოფის სხვა ძეგლებიც, აღნიშნული ტაძარიც მნიშვნელოვნად დაზარალდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ომის შემდეგ ეკლესიის შენობას გამოიყენებდნენ ტარის საწყობად.

1974 წლიდან ეკლესიას, როგორც ისტორიისა და კულტურის ძეგლს იცავს სახელმწიფო. 1980 წლისათვის დაადგეს გუმბათი, ხოლო 1987 წლისათვის დასრულდა ყველა ფასადების სარესტავრაციო სამუშაოები.

1989 წელს ტაძარი დაუბრუნდა მრევლს. 1990 წლიდან დაიწყო ტაძრის სარემონტო სამუშაოები. 1994 წელს ტაძარი აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Султанов Н. В. Описание новой придворной церкви святых и первоверховных апостолов Петра и Павла, что в Новом Петергофе. — Факсим. изд. 1905 г.. — СПб.: ЛНПП «Облик», 1992. — 48 с..
  • М. И. Путеводитель по Петергофу, СПб, 1909, сс. 74- 80
  • Логунова Е. П. Собор Святых Первоверховных Апостолов Петра и Павла. СПб, 1999
  • Фролов В. А. Храм Петра и Павла в Петергофе: Особенности архитектурно-образного решения // Краеведческие записки : Исслед. и материалы. — СПб., 2001. — Вып. 8. — С. 91—117.
  • Прохорова Т. Собор Петра и Павла // Дворянское гнездо. — 2005. — № 3.
  • Сурков С. А. Духовный центр Петергофа. История и современность Петергофского Петропавловского собора. — СПб., 2005.
  • Сурков С. А. Судьбы храмов, духовенства, и мірян Петергофа в годы испытаний. — СПб., 2005.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება