პერუ-საქართველოს ურთიერთობები
პერუ-საქართველოს ურთიერთობები — წარმოადგენს ურთიერთობებს პერუსა და საქართველოს შორის. პერუმ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს 2010 წლის 14 იანვარს. „საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმზე“ ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.
ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, საქართველო და პერუ ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებენ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების — ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობისა და სუვერენული თანასწორობის პრინციპების შესაბამისად.