პერუს ქრისტიანული სახალხო პარტია

პერუს ქრისტიანული სახალხო პარტია (ესპ. Partido Popular Cristiano) – პერუს ცენტრისტული და ქრისტიან-დემოკრატიული პოლიტიკური პარტია. დაარსდა 1966 წელს ლუის ბედოია რეიესის მიერ. იგი არის აქტივობით მესამე პოლიტიკური ძალა ქვეყანაში აპრისტებისა და პერუს სახალხო მოძრაობის შემდეგ. 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის კანდიდატი იყო ქალბატონი ლურდეს ფლორესი, რომელიც სულ ნახევარი პროცენტით ჩამორჩა მეორე ტურში გასულ მომავალ პრეზიდენტს ალან გარსიას (პირველ ადგილზე გავიდა ოლიანტა უმალა, თუმცა მეორე ტური ალან გარსიამ მოიგო).

Partido Popular Cristiano
პერუს ქრისტიანული სახალხო პარტია
ხელმძღვანელობა
ლიდერი ლურდეს ფლორესი
ისტორია
დაფუძნდა 1966
პოზიციები
იდეოლოგია ქრისტიან-დემოკრატია,
ფერები მწვანე
შტაბ-ბინა Alfonso Ugarte 1484, ლიმა, პერუ

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება