პერუს სამზარეულო
პერუს სამზარეულო — პერუს კერძების ერთობლიობა. ის ძალიან მრავალფეროვანია. მისი კერძები და ინგრედიენტები სხვადასხვა ცივილიზაციებია გავლენით ჩამოყალიბდა. ხალხი, რომლებმაც გავლენა მოახდინეს აქაურ სამზარეულოზე არიან: ინკები, ევროპელი მიგრანტები (ესპანელები, იტალიელები, გერმანელები), აზიელები (იაპონელები და ჩინელები) და აფრიკელები. მიგრანტებმა, რომლებმაც პერუში მშობლიური ინგრედიენტები ვერ მოიძიეს ისინი ადგილობრივებით ჩაანაცვლეს, რამაც შემდგომში ახალი კერძების შექმნა გამოიწვია.
მოსავალი
რედაქტირებაპერუ პროდუქტების წარმოების მხრივ მსოფლიოსთვის ერთ- ერთ უმთავრეს წერტილად ითვლება.
ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ანდების რეგიონში მრავალი სახეობის კარტოფილი მოჰყავთ. [1] [2] მსოფლიოში გაშენებული კარტოფილის 99% -ზე მეტი ერთი ქვესახეობის, კერძოდ სოლანუმ ტუბეროზუმის შთამომავლები არიან. [1] ეს ქვესახეობა გადაიქცა ათასობით ჯიშად, რომლებიც განსხვავდება ზომის, ფორმის, ფერისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით. [3]
ქვეყანაში მოჰყავთ ქუინოას, ,,ინდური" ბრინჯის, სამი სახეობა.
უძველესი მცენარეების კულტივაცია
რედაქტირებაკოლონიური პერიოდიდან მეორე მსოფლიო ომამდე პერუს სამზარეულო მეტწილად დაფუძნებული იყო ესპანურ სამზარეულოზე და მხოლოდ ესპანურ კერძებს მოიცავდა, ქვეყანაში არავინ ამზადებდა კერძებს, რომლებიც შეგვიძლია რომ უძველეს პერუულ კერძებად ჩაითვალოს. ტრადიციული საკვები და მცენარეები, რომლებსაც ძირძველი მოსახლეობა ჭამდა, ითვლებოდა როგორც "გლეხური საკვები" და მათ მოსახლეობა თავიდან იცილებდა. ამ კოლონიური დამოკიდებულების გაქრობას დიდი დრო დასჭირდა. 1970-იანი წლებიდან ქვეყანაში ტრადიციული სამზარეულოს აღდგენისთვის სხვადასხვა ღონისძიებების გატარება დაიწყო.
პერუს უძველესი საზოგადოებების მიერ გაშენებული ზოგიერთი მცენარე თანამედროვე პერუელებმა აღმოაჩინეს და მეცნიერები ყურადღებით იკვლევენ მათ. მიწის და კლიმატის მახასიათებლებისა და პროდუქტების კვების ხარისხის გამო, პერუს ზოგიერთმა მცენარემ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მომავალში კვების პროცესში. მაგალითისთვის ქინოა, რომელიც ამინომჟავების საბადოს წარმოადგენს, ასევე კანიუვა, რომელიც მარცვლეულია მაგრამ მწიფდება.
პერუს სამზარეულო ხშირად ცხარე კერძებს მოიცავს. მსგავსს კერძებში გამოიყენება აჯის წიწაკა, რომელიც ერთ- ერთ მთავარ ინგრედიენტს წარმოადგენს.
რეგიონული სახესხვაობები
რედაქტირებაპერუ არის ქვეყანა, რომელიც წარმოადგენს არა მხოლოდ სხვადასხვა ეროვნებების კერძების ნაზავს, ასევე გამოირჩევა ნიადაგის ხარისხითა და კლიმატური მრავალფეროვნებით. ქვეყნის ტერიტორიაზე 28 სახის კლიმატია. [4] კულტურების შერევა და კლიმატის მრავალფეროვნება ყველა ქალაქში სხვადასხვანაირია, ამიტომ გეოგრაფია, კლიმატი, კულტურა და ეთნიკური ნაზავი ადგილობრივი სამზარეულოს მრავალფეროვნებას განსაზღვრავს.
ტკბილი კერძები და დესერტები
რედაქტირებაალფაჰორეს დესერტია, რომელსაც ესპანეთის ყოფილ ყველა კოლონიაში შევხვდებით. ორიგინალი ესპანური რეცეპტები შეცვლილია, რადგან ორიგინალი ინგრედიენტები ძვირია პერუში (ნუში, თაფლი) ან თუნდაც მიუწვდომელი (თხილი, ლიმნის ქერქი, ქინძის თესლი და ა.შ.). ძირითადად იყენებენ ფქვილს, მარგანინს და შაქრის პუდრის ნაზავს, რომელსაც შემდგომში ღუმელში აცხობენ. ალფაჰორესი ჩვეულებრივსამებრ ორზე მეტ ფენას შეიცავს, და შუალედები ამოვსებულია მანჰარ ბლანკოთი ( ნაღების, შაქრის და კარამელის ტკბილი ნაზავი).
ტურრონესი (სხვანაირად ნოუგატი) კიდევ ერთი ესპანური დესერტია. ორიგინალური ესპანური რეცეპტი, რომელიც შეიცავდა იშვიათ ან ძვირადღირებულ ინგრედიენტებს პერუში (როგორიცაა ნუში, ვარდის წყალი, ფორთოხლის ყვავილის წყალი, თაფლი) შეიცვალა სხვადასხვა გზით. ერთ- ერთი მსგავსი შემცვლელი ტურრონ დე დონია დეპაა, რომელიც ლიმაში მოჰყავთ. ეს დესერტი დრადიციულად მზადდება რელიგიური მსვლელობისთვის, რომელიც ყოველი წლის ოქტომბერში იმართება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პერუს სამზარეულოს იუტუბ არხი
- პერუს გასტრონომია პერუს მოგზაურობისა და ტურიზმის ოფიციალური პორტალი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-21. ციტირების თარიღი: 2020-09-09.
- ↑ https://web.archive.org/web/20110511095952/http://www.cambridge.org/us/books/kiple/potatoes.htm
- ↑ http://www.eurekalert.org/pub_releases/2008-01/uow-uds012908.php
- ↑ https://web.archive.org/web/20120502190300/http://internacional.universia.net/latinoamerica/datos-paises/peru/clima.htm