პერისტერეოტას მონასტერი
პერისტერეოტას მონასტერი (ბერძ. Ιερά Μονή του Αγίου Γεωργίου Περιστερεώτα; თურქ. Kuştul Manastırı) მდებარეობს მაჩხის ოლქში, ტრაპიზონის პროვინციაში, (თურქეთი), ქალაქ ტრაპიზონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 30 კილომეტრის დაშორებით.
პერისტერეოტას მონასტერი Ιερά Μονή του Αγίου Γεωργίου Περιστερεώτα | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 40°47′47″ ჩ. გ. 39°41′02″ ა. გ. / 40.79639° ჩ. გ. 39.68389° ა. გ. |
ქვეყანა | თურქეთი |
პროვინცია | ტრაპიზონის პროვინცია |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | კონსტანტინოპოლის საპატრიარქო |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ბიზანტიური |
დეტალები
|
ისტორია
რედაქტირებადაარსდა 752 წელს. მონასტერი წმინდა გიორგი პერისტერეოტას სახელს ატარებს. სახელი მომდინარეობს ბერი პერისტერეოტისიდან (პერისტერი ბერძნულად მტრედს ნიშნავს). გადმოცემის თანახმად სურმენეს ტყეში მობინადრე მტრედების ჯგუფი გაუძღვა სამ ბერს, რომლებმაც წმინდა გიორგის სახელობის ხატი მოაბრძანეს ისეთ ადგილში, სადაც მოგვიანებით მონასტერი აღიმართა.
აღმავლობის პერიოდში მონასტერი შედგებოდა 187 ოთახისა და დიდი ბიბლიოთეკისაგან, სადაც 7000-მდე ხელნაწერი ინახებოდა. 1203 წლიდან მონასტერი დაცარიელდა. 1396 წელს, ტრაპიზონის იმპერატორის, მანუელ III-ის (მმართ. 1390–1417) ხელშეწყობით მონასტერი ისევ აღსდგა. მას შემდეგ მონასტერს წინამღოლობდნენ: თეოფანე ლაზი (1393-1426), ბარნაბა ლაზი (1426-49) და მეთოდიოს სურმენელი (1448 წლიდან).[1] 1462 წელს მონასტერი ყაჩაღებმა დაარბიეს და გაძარცვეს. 1483 წელს მონასტერი ცეცხლის ალში გაეხვა. 1501 წლისთვის კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იურიდიქციაში მოექცა. 1906 წლის ცეცხლის შემდეგ, მონასტერი ისევ აღადგინეს. საბოლოოდ 1923 წელს გაუკაცრიელდა, როდესაც მონასტრის უკანასკნელი ბერები და მისი ქრისტიანი მრევლი ოსმალებმა საბერძნეთში გადაასახლეს.[2] შემდგომ ამავე სახელობის მონასტერი გაიხსნა ქალაქ ნაუსაში, საბერძნეთში. ეს არის ადგილი, სადაც პერისტერეოტას ყოფილი ბერები არიან დაკრძალულები.[3] დღესდღეობით მონასტერი მიტოვებულია და მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი.[4][მკვდარი ბმული]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ BRYER, A., & WINFIELD, D. (1985). The Byzantine monuments and topography of the Pontos. Washington, D.C., Dumbarton Oaks Research Library and Collection. http://hdl.handle.net/2027/heb.02923.
- ↑ Η Ιστορία της Μονής στον Πόντο დაარქივებული 2006-10-28 საიტზე Wayback Machine. , peristereota.com
- ↑ Η Ιστορία της Μονής στην Ελλάδα დაარქივებული 2006-10-28 საიტზე Wayback Machine. , peristereota.com
- ↑ Kuştul Monastery დაარქივებული 2007-01-06 საიტზე Wayback Machine. , trabzon.gov.tr