პერდიკე
პერდიკე, პერდიქსი (ძვ. ბერძნ. Perdix, „კაკაბი“) — დედალოსის და ტალოსის დედა. ათენელმა დიდოსტატმა შურით აკროპოლისის კლდიდან გადაჩეხა დისწული ტალოსი, რომელიც თითქოს კაკბად იქცა, რადგან ხელოვანთა მფარველმა ათენამ ყმაწვილი არ გასწირა. ამიტომაც კაკაბი სიმაღლეს ერიდება. სულ დაბლა-დაბლა დაფრინავს; ზოგი ვერსიით, დედალოსმა თვით თავისი ნათესავი პერდიკე გადააგდო, მაგრამ აპოლოდორე და სხვა ავტორები გარკვევით წერენ, რომ პერდიკე დედალოსის და იყო, აკროპოლიდან (და არა ტაძრიდან) კი გადააგდო პერდიკეს ძე ტალოსი.
ლიტერატურა
რედაქტირება- გელოვანი აკ., „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, გვ. 401, თბ., 1983