დედალოსი (ბერძ. Δαίδαλος) — ლეგენდარული ხელოვანი, ხუროთმოძღვარი, მხატვარი, მოქანდაკე და გამომგონებელი. ის არის იკაროსის მამა, პერდიკეს ბიძა, სავარაუდოდ ასევე უნდა იყოს იაპიქსის მამაც. კრეტის მეფის მინოსის დავალებით ააგო განთქმული ლაბირინთი, სადაც მეფე მინოსმა დედალოსი საკუთარ ვაჟთან იკაროსთან ერთად გამოკეტა. ტყვეობიდან თავის დაღწევის მიზნით დედალოსმა ბუმბულები შეაგროვა, ისინი ერთმანეთს ცვილით მიამაგრა და ოთხი დიდი ფრთა დაამზადა. ტყვეობიდან თავის დაღწევის შემდეგ იკაროსი, მამის გაფრთხილების მიუხედავად, მზეს მეტისმეტად მიუახლოვდა. მზემ ცვილი დაადნო და იკაროსი ძირს სასიკვდილოდ დაეცა. ამან დედალოსი გულგატეხილი დატოვა, მაგრამ გზა ფრენით განაგრძო და კუნძულ სიცილიაზე დაეშვა.

დედალოსი ამზადებს ფრთებს იკაროსისთვის, რომაული რელიეფი , რომი (Meyers Konversationslexikon, 1888).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება