პენტოზები

(გადამისამართდა გვერდიდან პენტოზა)

პენტოზები (ბერძ. πέμπτος-დან — ხუთი და ფრანგ. -ose — სუფიქსი, რომელიც აღნიშნავს შაქარს) — საერთო ქიმიური სახელწოდება ხუთნახშირბადიანი მონოსაქარიდების კლასისა, ანუ შაქრების, რომელთა ზოგად ფორმულასაც წარმოადგენს C5(H2O)5, ან C5H10O5.[1]

მოლეკულების აგებულება

რედაქტირება

კეტო- ან ალდოჯგუფის არსებობის მიხედვით განასხვავებენ კეტოპენტოზებს (რიბულოზა, ქსილულოზა და ორი 3-კეტოპენტოზა) და ალდოპენტოზებს (რიბოზა, არაბინოზა, ქსილოზა, ლიქსოზა).

ალდოპენტოზებს სამი კირალური ცენტრი აქვთ და, შესაბამისად, შესაძლებელია რვა სხვადასხვა სტერეოიზომერის არსებობა.

2-კეტოპენტოზებს ორ-ორი კირალური ცენტრი აქვთ და, შესაბამისად, შესაძლებელია ოთხი სხვადასხვა სტერეოიზომერის არსებობა.

3-კეტოპენტოზების მოლეკულებში ერთი კირალური ცენტრია, ამიტომ არსებობს მხოლოდ ორი სტერეოიზომერი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Каррер, П. Курс органической химии. - М.: Химия, 1960. - 1216 с.
  • Кочетков, Н.К. Химия углеводов / Н. К. Кочетков, А. Ф. Бочков, Б. А. Дмитриев. – М.: Наука, 1967. – 672 с.
  • Березин, Б. Д. Курс современной органической химии: Учебное пособие / Б. Д. Березин. – М: Высшая школа, 1999. – 768 с.
  1. Lindhorst, Th. K. Essentials of Carbohydrate Chemistry and Biochemistry / Th. K. Lindhorst. — 1st. — Wiley-VCH, 2007. — 828 р.