პენელის ნაპირი
პენელის ნაპირი (ინგლ. Pennell Coast) — ვიქტორიას მიწის (აღმოსავლეთი ანტარქტიდა) დასავლეთ სანაპიროს ნაწილი, მდებარე უილიამსისა და ადერის კონცხებს შორის.
უილიამსის კონცხის დასავლეთით მდებარეობს ოტსის ნაპირი, ხოლო ადარის კონცხის აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარეობს ბორხგრევინკის ნაპირი. სახელი ეწოდა ბრიტანეთის ანტარქტიდის ექსპედიციის საექსპედიციო ხომალდის „ტერა ნოვას“ მეთაურის (1910-1913) ლეიტენანტ ჰარი პენელის პატივსაცემად. პენელი ამ პერიოდში როსის ზღვაში ოკეანოგრაფიულ სამუშაოებს ეწეოდა. 1911 წლის თებერვალში მან გაცურა ამ სანაპიროზე საძიებო-საცდელი მიზნით და ცდილობდა ნაპირზე გადმოესხა ჯგუფი ლეიტენანტ ვიქტორ კემპბელის ხელმძღვანელობით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Pennell Coast: Antarctica // geographic.org (ინგლისური)