ადერის კონცხი (ინგლ. Cape Adare) — კონცხი, რომელიც მდებარეობს ადერის ნახევარკუნძულზე, ვიქტორიის მიწის რეგიონის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ანტარქტიდაში. კონცხი პირობითად ჰყოფს როსის ზღვას (აღმოსავლეთით) სამხრეთის ოკეანედან (დასავლეთით). კონცხს ადმირალტის მთები დაჰყურებს.

ადერის კონცხი
ინგლ. Cape Adare

ადერის კონცხი ანტარქტიდის ტოპოგრაფიულ რუკაზე
სახელწოდება
ეპონიმი ვიკონტ ადერი
დამტკიცებულია 01/01/1947
მდებარეობა
71°17′ ს. გ. 170°14′ ა. გ. / 71.283° ს. გ. 170.233° ა. გ. / -71.283; 170.233
კონტინენტი ანტარქტიდა
ადერის კონცხი — ანტარქტიდა
ადერის კონცხი
ადერის კონცხი
ადერის კონცხი ვიკისაწყობში

1841 წლის იანვარში ბრიტანელმა ჯეიმს როსმა აღმოაჩინა ადერის კონცხი და დაარქვა მას თავისი მეგობრის, ვიკონტ ადერის პატივსაცემად, რომელიც იყო ადერიდან (ახლანდელი ირლანდია). მოგვიანებით, 1895 წელს, ადერის კონცხმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, როგორც პირველი ანტარქტიდის მკვლევარების სადესანტო და გამოზამთრების ადგილმა.

კონცხზე არის კარსტენ ბორჩგრევინკის ქოხები, აგებული 1899 წელს. ეს არის პირველი ადამიანის ნაგებობები ანტარქტიდაში. ანთროპოლოგიური გავლენის ნაკლებობისა და ცივი კლიმატის გამო ისინი შესანიშნავად არის შემონახული დღემდე.

1911 წელს ადერის კონცხზე, ბორჩგრევინკის ქოხის მახლობლად გამოიზამთრა რ. სკოტის ანტარქტიდის ბრიტანულმა ექსპედიციამ, ლეიტენანტ კემპბელის ხელმძღვანელობით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება