პელტასტი

პელტასტი (ბერძ. peltastai) — ქვეითი ჯარის სახეობა ძველ საბერძნეთში, რომელიც გაჩნდა პელოპონესის ომის დროს ძვ. წ. IV საუკუნის მეორე ნახევარში. პელტასტები შეიარაღებული იყვნენ მახვილებით, ზუფანებით, ტილოს ჯავშნებითა და მსუბუქი ტყავის ფარებით (პელტებით). ძვ. წ. IV საუკუნის დასაწყისში ათენის სტრატეგოსმა იფიკრატემ პელტასტები შეაიარაღა გრძელი შუბებითა და ადრინდელზე გრძელი მახვილებით. პელტასტები იბრძოდნენ გაშლილი მწყობრით, ჰოპლიტებთან თანამოქმედებით.

ლიტერატურარედაქტირება