პელაგიანობა — ქრისტიანი ბერის პელაგიუსის (დაახლ. 360-418 წწ.) მოძღვრება. გავრცელებული იყო ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნებში V საუკუნის დასაწყისში. ავგუსტინე ნეტარის კონცეფციის საპირისპიროდ, პელაგიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანის ნების თავისუფლებას, პიროვნების შინაგან შესაძლებლობებს ზნეობრივი სრულქმნისა და ხსნის მისაღწევად; უარყოფდა ცოდვის მემკვიდრეობით ძალას, ეფესოს მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (431 წ.) პელაგიანობა დაგმეს და მწვალებლობად გამოაცხადეს.

ლიტერატურა

რედაქტირება