პეკანბარუ
პეკანბარუ (ინდონ. Kota Pekanbaru) − ინდონეზიის პროვინციის, რიაუს დედაქალაქი და კუნძულ სუმატრის აღმოსავლეთ ნაწილის მთავარი ეკონომიკური ცენტრი. ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს მალაიური სიტყვებიდან: pekan და baru, რაც „ახალ ბაზარს“ ნიშნავს. ქალაქის ფართობი 632.26 კმ²-ია. 2010 წელს მოსახლეობა 897 767 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2020 წელს − 983 356 ადამიანს.[3][4] 2022 წლის პროგნოზის მიხედვით, პეკანბარუს მოსახლეობა 506 231 ადამიანს შეადგენს. ქალაქი მდინარე სიაკის სანაპიროებზე მდებარეობს, რომელიც მალაკის სრუტეში ჩაედინება.[5] შესაბამისად, ქალაქს პირდაპირი წვდომა აქვს დატვირთულ სრუტეზე და ცნობილი სავაჭრო პორტია.
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
პეკანბარუ | |||||
| |||||
ქვეყანა | ინდონეზია | ||||
შიდა დაყოფა | Bukit Raya[1] [2] , Lima Puluh[1] [2] , Marpoyan Damai[1] [2] , Payung Sekaki[1] [2] , Pekanbaru Kota[1] [2] , West Rumbai[1] [2] , Rumbai[1] [2] , Sail[1] [2] , Senapelan[1] [2] , Sukajadi[1] [2] , Binawidya[1] [2] , Tenayan Raya[1] [2] , Tuah Madani[2] , East Rumbai[2] და Kulim[2] | ||||
კოორდინატები | 0°32′00″ ჩ. გ. 101°27′00″ ა. გ. / 0.53333° ჩ. გ. 101.45000° ა. გ. | ||||
მმართველი | Muflihun | ||||
დაარსდა | 22 ივნისი, 1784 | ||||
ფართობი | 632.26 კვადრატული კილომეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 12±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 983 356 (2020) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+07:00 | ||||
სატელეფონო კოდი | 0761 | ||||
საფოსტო ინდექსი | 0761 | ||||
საავტომობილო კოდი | BM | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.pekanbaru.go.id | ||||
პეკანბარუ დღევანდელ ტერიტორიაზე XVII საუკუნიდან არსებობს. XIX საუკუნეში ქალაქში ყავისა და ქვანახშირის მრეწველობა განვითარდა. ნიდერლანდელებმა სინგაპურსა და მალაკაში საქონლის ტრანსპორტირებისთვის გზები გაიყვანეს. ქალაქს სულთან ზიარიფ ქასიმ II-ის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება. პეკანბარუს პორტი, რომელსაც სუნგაი-დუკუ ეწოდებოდა, მდინარე სიაკის მახლობლად მდებარეობს.
ეტიმოლოგია
რედაქტირებაქალაქის სახელწოდება მალაიური სიტყვებიდან: pekan და baru, მომდინარეობს, რაც „ახალ ბაზარს“ ნიშნავს. წარსულში ქალაქს სენაპელანი ეწოდებოდა. იმამ სუჰილ სიაკის ჩანაწერების მიხედვით, სულთან იაჰიას მმართველობის ქვეშ სულთანმა მუჰამად ალი აბდულ ჯალილ მუაზამზიაჰმა სენაპელანი 1784 წლის 23 ივნისს დააარსა, რომელიც მოგვიანებით ქალაქ პეკანბარუს დღედ გამოცხადდა. მოგვიანებით სენაპელანი პეკანბარუს სახელწოდებით გახდა ცნობილი.
ისტორია
რედაქტირება1745 წლის 14 დეკემბერს სიაკის რეგიონი ჯოჰორის სულთანმა ნიდერლანდების ოსტინდოეთის კომპანიას იმ პირობით დაუთმო, რომ ნიდერლანდები ჯოჰორს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებოდა.[6] სიაკი ნიდერლანდელთა კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. სულთანმა რეზიდენცია სენაპელანის სასახლეში გადაიტანა.
პეკანბარუს წარმოშობა მდინარე სიაკთანაა დაკავშირებული, რომელზეც მინანგკაბაუს მთიანეთიდან მალაკის სრუტემდე სატრანსპორტო მარშრუტი გადიოდა. XVIII საუკუნეში მდინარე სიაკის სანაპიროებზე მდებარე სენაპელანის რეგიონი მინანგკაბაუს ვაჭრებისთვის ბაზრად იქცა.[7] დროთა განმავლობაში მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ ტერიტორიად ჩამოყალიბდა. 1784 წლის 23 ივნისს, სიაკის სასულთნოს მინისტრთა საბჭოს საკონსულტაციო შეხვედრაზე, რომელსაც მინანგკაბაუს ოთხი ტომის (პესისირი, ლიმა-პულუაჰი, ტანაჰ-დატარი და კამპარი) ლიდერები ესწრებოდნენ, ტერიტორიას პეკანბარუ ეწოდა. მოგვიანებით ეს თარიღი ქალაქის დაარსების დღედ დაწესდა.[8][9]
მეორე მსოფლიო ომი
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის თებერვლიდან 1945 წლის აგვისტომდე, ქალაქი იაპონელებს ეკავათ. სუმატრის ამ ნაწილში სამხედრო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებისთვის იაპონელებმა 220 კმ-იანი რკინიგზის მშენებლობა დაიწყეს, რომელიც პეკანბარუს მალაკის სრუტის სანაპიროსთან აკავშირებდა.
პეკანბარუს რკინიგზა იძულებითი შრომის შედეგად გაიყვანეს. იაპონიის არმიის ძალდატანებით, რკინიგზის გაყვანაზე 6 500 ნიდერლანდელი და ბრიტანელი ომის ტყვე და 100 000-ზე მეტი ინდონეზიელი, მეტწილად იაველები, მუშაობდა. 1945 წლის აგვისტოსთვის ევროპელი ომის ტყვეების 1/3 და ინდონეზიელთა ნახევარი დაიღუპა.[10] რკინიგზას სრული დატვირთვით არასდროს უმუშავია. დღეისთვის რკინიგზა გამოუყენებელია.[11]
დამოუკიდებლობის ხანა
რედაქტირებაინდონეზიის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1956 წელს პეკანბარუ ადმინისტრაციულ ქალაქად გამოცხადდა და 1959 წელს ახლადჩამოყალიბებული რიაუს პროვინციის დედაქალაქად შეირჩა.[12]
დემოგრაფია
რედაქტირებაკუნძულ სუმატრის ქალაქებს შორის პეკანბარუ მესამე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მედანისა და პალემბანგის შემდეგ. 2020 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 983 356 ადამიანს შეადგენს. ქალაქი მაღალურბანიზებულია და მეზობელი დასავლეთ სუმატრის პროვინციიდან ბევრ ადამიანს იზიდავს. პეკანბარუ მინანგკაბაუს ტომების მიგრაციის ტერიტორიას წარმოადგენს. პეკანბარუში ოფიციალური ენა ინდონეზიური ენაა. ეკონომიკურ და ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად გამოიყენება მინანგკაბაუს ენა. ქალაქში მცხოვრები მალაიელები და იაველები მალაიურ ენასა და იავურ ენაზეც საუბრობენ.
კლიმატი
რედაქტირებაკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, პეკანბარუ ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. ამ სარტყელში მდებარე სხვა მრავალი ქალაქის მსგავსად, პეკანბარუში ტემპერატურა მთელი წლის მანძილზე მცირედით იცვლება. ყველაზე ცხელი თველი მაისია, რომლის საშუალო ტემპერატურა 27.6 °C-ს (81.7 °F) უტოლდება, ხოლო ყველაზე ცივი თვე იანვარია, საშუალო თვიური ტემპერატურა 26.4 °C (79.5 °F). ნალექიანობის მაჩვენებელიც მთელი წლის მანძილზე მაღალია და მშრალი სეზონი არ გამოიყოფა. ყველაზე უხვნალექიანი თვე ნოემბერია (საშუალო ნალექიანობის მაჩვენებელი ― 312 მმ), ხოლო ყველაზე მცირენალექიანი თვე ― ივლისი (საშუალო ნალექიანობა ― 123 მმ).
ჰავის მონაცემები — პეკანბარუ | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 36 | 37 | 37 | 38 | 37 | 40 | 37 | 38 | 37 | 37 | 34 | 38 | 40 |
საშუალო მაღალი °C | 31.0 | 31.6 | 32.1 | 32.5 | 32.6 | 32.2 | 32.0 | 32.0 | 31.9 | 32.0 | 31.7 | 31.2 | 31.9 |
საშუალო დღიური °C | 26.4 | 26.7 | 27.1 | 27.5 | 27.6 | 27.2 | 26.9 | 26.9 | 26.9 | 27.0 | 26.9 | 26.6 | 27.0 |
საშუალო დაბალი °C | 21.8 | 21.9 | 22.2 | 22.6 | 22.7 | 22.2 | 21.9 | 21.9 | 22.0 | 22.0 | 22.2 | 22.1 | 22.1 |
რეკორდულად დაბალი °C | 18 | 18 | 21 | 17 | 21 | 19 | 16 | 18 | 20 | 13 | 21 | 20 | 13 |
საშუალო ნალექი (მმ) | 240 | 199 | 262 | 257 | 203 | 133 | 123 | 177 | 224 | 280 | 312 | 286 | 2 696 |
წყარო 1: Climate-Data.org (average temps and precip)[14] | |||||||||||||
წყარო 2: Weatherbase (extremes)[15] |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 Riau Province Administrative Division Data and Code 2015
- ↑ 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
- ↑ BPS Kota Pekanbaru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი 2023.
- ↑ Badan Pusat Statistik, Jakarta, 2021.
- ↑ Badan Pusat Statistik, Jakarta, 2023, Kota Pekanbaru Dalam Angka 2023 (Katalog-BPS 1102001.1471)
- ↑ Winstedt, R. O. (1933). Journal Of The Malayan Branch Of The Royal Asiatic Society Vol: XI (en). Singapore: The Malayan Branch Of The Royal Asiatic Society, გვ. 5.
- ↑ Sejarah Daerah Riau, Proyek Penelitian dan Pencatatan Kebudayaan Daerah, Pusat Penelitian Sejarah dan Budaya, Departemen Pendidikan dan Kebudayaan, 1977
- ↑ Samin, S.M. (2006). Dari kebatinan senapelan ke Bandaraya Pekanbaru: menelisik jejak sejarah Kota Pekanbaru, 1784-2005. Pemerintah Kota Pekanbaru bekerjasama dengan Masyarakat Sejarawan Indonesia (MSI) Cabang Riau dan Penerbit Alaf Riau.
- ↑ Sejarah Pekanbaru. Pemda kota Pekanbaru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 1 October 2010
- ↑ "Traces of War: Survivors of the Burma and Pakanbaroe Railroad", Radio Netherlands Archives, August 13, 2003
- ↑ Hovinga, Henk (2010). The Sumatra Railroad: Final Destination Pakan Baroe 1943-45. Leiden: KITLV Press. ISBN 9789067183284.
- ↑ Sejarah Pekanbaru id. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ნოემბერი 2020. ციტირების თარიღი: 30 October 2020
- ↑ Indonesia's Population: Ethnicity and Religion in a Changing Political Landscape. Institute of Southeast Asian Studies. 2003. ISBN 9812302123
- ↑ Climate: Pekanbaru. AmbiWeb GmbH. ციტირების თარიღი: 14 June 2016
- ↑ PAKANBARU, INDONESIA. Weatherbase. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 14 June 2016