პედრო I მრისხანე

(გადამისამართდა გვერდიდან პედრო I (კასტილია))

პედრო I მრისხანე (დ. 30 აგვისტო, 1334 — გ. 23 მარტი, 1369) — კასტილიისა და ლეონის მეფე 1350-1369 წლებში. ესწრაფებოდა ფეოდალური ანარქიის მოსპობასა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას, ეყრდნობოდა ანდალუსიის სავაჭრო-სამრეწველო ქალაქებს, გრანადის ამირასა და "შავი პრინცის" (ინგლისის მეფის ედუარდ III-ის ძის) რაზმებს. მის წინააღმდეგ იბრძოდნენ ეკონომიკურად ნაკლებ განვითარებული კასტილიისა და ლეონის ქალაქები. ბრძოლა ცვალებადი უპირატესობით პედრო I-სა და მის მოწინააღმდეგეებს შორის დიდხანს გაგრძელდა. 1369 წელს მონტელიესთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ პედრო I თავისმა ნახევარძმამ ენრიკე ტრასტამარიმ მოკლა.

პედრო I-ის ქანდაკება

ლიტერატურა

რედაქტირება