პედრო აგირე სერდა
პედრო აგირე სერდა (ესპ. Pedro Abelino Aguirre Cerda; დ. 6 თებერვალი, 1879 — გ. 25 ნოემბერი, 1941) — ჩილელი სახელმწიფო მოღვაწე და რეფორმატორი. ჩილეს პრეზიდენტი 1938–1941 წლებში.
პედრო აგირე სერდა | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
---|---|
25 დეკემბერი, 1938 – 25 ნოემბერი, 1941 | |
წინამორბედი | არტურო ალესანდრი პალმა |
მემკვიდრე | ხერონიმო მენდესი |
დაბადებული | 6 თებერვალი, 1879 |
გარდაცვლილი | 25 ნოემბერი, 1941 |
ბიოგრაფია
რედაქტირება1915–1921 წლებში იყო ეროვნული კონგრესის დეპუტატი, 1918 წელს იუსტიციისა და განათლების მინისტრი, 1920–1924 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრი, 1921–1927 წლებში სენატორი. იყო ჩილეს რადიკალური პარტიის ლიდერი. როგორც სახელმწიფო ფრონტის კანდიდატი, 1938 წლის 25 დეკემბერს აირჩიეს ჩილეს პრეზიდენტად. პედრო აგირე სერდას მთავრობამ გაატარა რიგი პროგრესული ღონისძიება მაგრამ რეაქციისა და რადიკალური პარტიის მემარჯვენე ნაწილის წინააღმდეგობის გამო აგრარული რეფორმის გატარება ვერ შესძლო.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 56.