ხერონიმო მენდესი
ხერონიმო მენდესი (ესპ. Jerónimo Méndez Arancibia; დ. 25 სექტემბერი, 1897 — გ. 14 ივნისი, 1959, სანტიაგო) — ჩილელი პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც იყო ჩილეს დროებითი პრეზიდენტი 1941–1942 წლებში.
ხერონიმო მენდესი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
---|---|
25 ნოემბერი, 1941 – 1 თებერვალი, 1942 | |
წინამორბედი | პედრო აგირე სერდა |
მემკვიდრე | ხუან ანტონიო რიოსი |
დაბადებული | 25 სექტემბერი, 1897 |
გარდაცვლილი | 1959 სანტიაგო |
ხერონიმო მენდესი დაიბადა 1897 წლის 25 სექტემბერს ლა-სერენაში, სადაც მან მიიღო საშუალო განათლება. 1914 წელს მან დაამთავრა ჩილეს უნივერსიტეტი. პრეზიდენტ პედრო აგირე სერდას გარდაცვალების შემდეგ 1941 წლის 25 ნოემბრიდან ხერონიმო მენდესი დაინიშნა დროებით მმართველად. ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ვეღარ მოიპოვა გამარჯვება და 1942 წლის 1 თებერვალს მის ნაცვლად პრეზიდენტი გახდა ხუან ანტონიო რიოსი.