პეგუს ქედი, პეგუ-იომა, ბაგო-იომა (ბირმ. ပဲခူးရိုးမ) — დაბალი ქედი სამხრეთ-ცენტრალურ მიანმარში. მდინარების ირავადისა და სიტაუნის წყალგამყოფი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 475 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 60 კმ-ზე. საშუალო სიმაღლე დაახლოებით 600 მ, მაქსიმალური სიმაღლე 1518 მ (სტრატოვულკანი პოპა).[1] აგებულია თიხაფიქლებით, თიხებითა და ქვიშაქვებით. ღრმადაა დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით. ქედის ფარგლებში სათავეს იღებს მდინარეები ბაგო და სიტაუნი. აღმოსავლეთ ნაწილში იზრდება ტექტონა და სხვა ტროპიკული მცენარეები. განირჩევა მაღალი სეისმურობით. სინგუტარის მთაზე აშენებულია შვედაგონის პაგოდა.[2] 1960-იან წლებში პეგუს ქედი მეამბოხე კომუნისტების თავშესაფარს წარმოადგენდა.[3]

პეგუს ქედი
კოორდინატები: 20°55′ ჩ. გ. 95°14′ ა. გ. / 20.9217° ჩ. გ. 95.2483° ა. გ. / 20.9217; 95.2483
ქვეყანა მიანმარის დროშა მიანმარი
უმაღლესი წერტილი პოპა
სიმაღლე 1518 
სიგრძე 475 კმ
სიგანე 60 კმ
პეგუს ქედი — მიანმარი
პეგუს ქედი
  1. Moore, Elizabeth H. (2007) Early landscapes of Myanmar River Books, Bangkok, page 44
  2. Shwedagon Pagoda on Singuttara Hill UNESCO. World Heritage Convention
  3. Bago Mountains Written and fact-checked by The Editors of Encyclopædia Britannica