ირავადი
ირავადი — უდიდესი მდინარე მიანმარში. სიგრძე 2170 კმ, აუზის ფართობი 413,710 კმ². სათავე აქვს ტიბეტის მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე, ზღვის დონიდან 147 მ სიმაღლეზე. ზემოთში ხეობა ღრმა და ჭორომიანია, შუაწელსა და ქვემოთში ირავადი განიერ ტერასებიან ხეობაში მიედინება. იშლება ირავადის ვაკეზე. ერთვის ანდამანის ზღვას და აჩენს ვრცელ დაჭაობებულ დელტას, რომლის ფართობია 30 ათასი კმ².
ირავადი | |
---|---|
ირავადის ხიდი, ქალაქი სიკაინგი | |
ქვეყანა | მიანმარი |
სათავე |
ტიბეტის მთიანეთი 25°42′00″ ჩ. გ. 97°30′00″ ა. გ. / 25.70000° ჩ. გ. 97.50000° ა. გ. |
შესართავი | 15°46′39″ ჩ. გ. 95°03′49″ ა. გ. / 15.77750° ჩ. გ. 95.06361° ა. გ. |
სიგრძე | 2170 კმ |
აუზის ფართობი | 413,710 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
ირავადი ვიკისაწყობში |
საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით, აქვს მუსონური რეჟიმი. აპრილ-სექტემბერში წყალუხვია, ზამთარში — წყალმცირე. წყლის საშუალო წლიური ხარჯი ქვემო დინებაში — 13-14 ათ. მ³/წმ, თავსხმა წვიმების დროს — 40 ათ. მ³/წმ აღემატება, რის გამოც წყლის დონე მატულობს 8-11 მ-ით, მდინარის სიგანე იზრდება 4-5-ჯერ. სანაოსნოა შესართავიდან 1440 კმ-მდე. მცირე გემები აღწევენ მიიჩინამდე, 1600 კმ-ს შესართავიდან.
ირავადის ნაპირზეა ქალაქები: მანდალაი, პიი, ჰინტადა, დელტაში — ქალაქი იანგონი. შესართავიდან 300 კმ-ში განშტოვდება 9 მოზრდილ ტოტად. მიანმარის მოსახლეობის დაახლოებით 30 % ცხოვრობს ირავადის დელტაში, აქვეა თავმოყრილი ბრინჯის წარმოების 70 %. იყენებენ სარწყავად, ზემოთში ხე-ტყეს აცურებენ. ძირითადი შენაკადებია: შუელი, მიინგე (მარცხენა); ჩინდუინი (მარჯვენა).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ირავადი“ ვიკისაწყობში.
- ირავადი — გეოგრაფიული ენციკლოპედია (რუსული)
- ირავადი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ირავადი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)