პაულა პრერადოვიჩი

პაულა პრერადოვიჩი (გერმ. Paula Preradović; დ. 12 ოქტომბერი, 1887 — გ. 25 მაისი, 1951) — ავსტრიელი მწერალი და პოეტი. ავსტრიის ჰიმნის ტექსტის ავტორი.

პაულა პრერადოვიჩი
დაბადების თარიღი 12 ოქტომბერი, 1887(1887-10-12)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი ვენა[1] [5] [3] [4]
გარდაცვალების თარიღი 25 მაისი, 1951(1951-05-25)[1] [2] [3] [4] (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვენა[1] [5] [3] [4]
დასაფლავებულია ვენის ცენტრალური სასაფლაო
საქმიანობა მწერალი, პოეტი, კომპოზიტორი და რომანისტი
ენა გერმანული ენა
მოქალაქეობა  ავსტრია
Magnum opus ავსტრიის ჰიმნი
მეუღლე Ernst Molden
შვილ(ებ)ი Fritz Molden და Otto Molden

დაიბადა ვენაში. იყო სერბი პოეტის, ავსტრია-უნგრეთის გენერლის პეტარ პრერადოვიჩის შვილიშვილი. 1889 წელს, როდესაც პაულა 2 წლის იყო, მისი მშობლები გადასახლდნენ პულაში, სადაც მუშაობა დაიწყო მამამისმა ფლოტის ოფიცერმა დუშან პრერადოვიჩმა. პაულა პულაში 1913 წლამდე ცხოვრობდა. შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა მიუნხენში, სადაც გაიარა მედდის კურსები. 1916 წელს ცოლად გაჰყვა ისტორიკოსსა და ჟურნალისტს ერნსტ მოლდენს, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა კოპენჰაგენში, ხოლო 1920 წლიდან სიცოცხლოს ბოლომდე ვენაში. ქორწინებიდან მათ შეეძინათ ორი შვილი ოტო და ფრიცი.

ლექსების წერა ახალგაზრდობაში დაიწყო. 1930-იანი წლებიდან პროზაული ნაწარმოებების წერაც დაიწყო. 1946 წელს მონაწილეობა მიიღო ავსტრიის ჰიმნის ტექსტის კონკურსში. მისი ტექსტი (გერმ. Land der Berge, Land am Strome) მიჩნიეს საუკეთესოდ.

გარდაიცვალა 1951 წელს, დაკრძალულია ვენის სასაფლაოზე მეუღლის გვერდით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Schoolfield, G. C. (1954). „Paula von Preradović – an Introduction“. German Life and Letters. 7 (4): 285–292. doi:10.1111/j.1468-0483.1954.tb00671.x.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #119304619 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 FemBio database
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Gradwohl-Schlacher K. Literatur in Österreich 1938-1945Böhlau Verlag, 2018. — გვ. 655–657. — ISBN 978-3-205-20492-3
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Gadzinski A. KALLIOPE Austria: Frauen in Gesellschaft, Kultur und WissenschaftWien: Bundesministerium für Europa, Integration und Äußeres, 2015. — S. 145. — ISBN 978-3-9503655-5-9
  5. 5.0 5.1 Schmid-Bortenschlager S., Schnedl-Bubeniček H. Österreichische Schriftstellerinnen 1880–1938: Eine Bio-BibliographieStuttgart: Akademischer Verlag Hans-Dieter Heinz, 1982. — S. 141. — ISBN 978-3-88099-123-1