პატრონი (ძაღლი)
პატრონი (უკრ. Патрон; დ. 20 ივლისი, 2019[1]) — უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მეძებარი ძაღლი და თილისმა, ჯეკ რასელ ტერიერი.
პატრონი პირველად ცნობილი გახდა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძაღლი სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა რუსული ჯარების მიერ დატოვებული აუფეთქებელი საბრძოლო მასალის აღმოჩენისა და გაუვნებელყოფისთვის.[2] 2022 წლის 8 მაისის მდგომარეობით, პატრონმა აღმოაჩინა 236 ასეთი მოწყობილობა.
2022 წლის 20 ნოემბერს, ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღეს UNICEF-მა პატრონის წარმომადგენლებთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა, რომლითაც პატრონი უკრაინაში პირველ ძაღლი-კეთილი ნების ელჩი გახდა.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Пес Патрон відзначає день народження (20 July 2022).
- ↑ Ukraine's top canine deminer receives award from Zelensky. CNN (8 May 2022). ციტირების თარიღი: 10 May 2022
- ↑ ЮНІСЕФ і улюбленець дітей Пес Патрон підписали меморандум про співпрацю до Всесвітнього дня дитини uk (2022-11-20). ციტირების თარიღი: 2022-11-20