პატრიცია არკეტი
პატრიცია არკეტი (ინგლ. Patricia Arquette; დ. 8 აპრილი, 1968)[1] — ამერიკელი მსახიობი. მიღებული აქვს BAFTA-ს, ოქროს გლობუსისა და ოსკარის ჯილდოები ფილმისათვის „სიყრმე“ (2014).
პატრიცია არკეტი | |
---|---|
დაბადების სახელი | პატრიცია ტ. არკეტი |
დაბადების თარიღი |
8 აპრილი, 1968 ჩიკაგო, ილინოისი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1987–დღემდე |
მეუღლე(ები) |
ნიკოლას კეიჯი (1995–2001) თომას ჯეინი (2006–2011) |
ოსკარი |
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში სიყრმე (2014) |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში |
ბიოგრაფია
რედაქტირებაამერიკელი მსახიობი პატრიცია არკეტი დაიბადა 1968 წლის 8 აპრილს ჩიკაგოში. მისი ყველაზე ცნობილი სატელევიზიო შოუ არის „მედიუმი“, სადაც ასრულებს ელისონ დიუბუას როლს. ამერიკულმა ტელეკომპანია NBC-მ ამ სერიალის კასტინგის მეორე დღესვე დაამტკიცა პატრიცია ელისონის როლზე. პატრიციას სულ 40-მდე ფილმში აქვს მიღებული მონაწილეობა. მათ შორისაა: „პატარა თითები“, „ნამდვილი სიყვარული“, „მიცვალებულის აღდგინება“, „ედ ვუდი“ და სხვა მრავალი.
2009 და 2010 წლებში გადაიღეს მედიუმის მეხუთე და მეექვსე სეზონები, სადაც მთავარ როლში ისევ პატრიციაა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1995 წლის აპრილში პატრიცია ცოლად გაყვა ნიკოლას კეიჯს. მაგრამ მათი ურთიერთობა 200 წელს შეწყდა.[2] 2002 წელს პატრიცია კვლავ გათხოვდა, ამჯერად მსახიობ ტომას ჯეინზე.
1997 წელს დედამისი მარდ ოლივია გარდაიცვალა კიბოთი.
ჰყავს ასევე მსახიობი და როზანა არკეტი. ძმა დევიდ არკეტი, რომელიც აგრეთვე მსახიობია.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1987 | ფ | კოშმარი ვიაზოვის ქუჩაზე 3. სიზმართან მებრძოლები | A Nightmare on Elm Street 3: Dream Warriors | კრისტინა პარკერი |
1988 | ფ | შორეული ჩრდილოეთი | Far North | ჯილი |
1990 | ფ | მოციგურავე ბიჭების მლოცველი | Prayer of the Rollerboys | კეისი |
1991 | ფ | ინდიელი მორბენალი | The Indian Runner | დოროთი |
1992 | ფ | მაიმუნში | Inside Monkey Zetterland | გრეისი |
1993 | ფ | ნამდვილი სიყვარული | True Romance | ალაბამი ვიტმანი |
1993 | ფ | ფორმალინი | Ethan Frome | მეთ სილვერი |
1994 | ფ | ედ ვუდი | Ed Wood | კეთი ო'ჰარა |
1994 | ფ | წმინდა ქორწინება | Holy Matrimony | ჰავანა |
1995 | ფ | რანგუნის გადაღმა | Beyond Rangoon | ლაურა ბოუმენი |
1996 | ფ | ფლირტი აფეთქებითურთ | Flirting with Disaster | ნენსი |
1996 | ფ | უსასრულობა | Infinity | ერლინი |
1997 | ფ | დაკარგული გზა | Lost Highway | რენე მედისონი/ალისია ვეიკფილდი |
1997 | ფ | ღამის ზმანება | Nightwatch | კატრინი |
1998 | ფ | ბორცვებისა და ხეობების ქვეყანა | The Hi-Lo Country | მონა |
1998 | ფ | მშვიდობით საყვარელო | Goodbye Lover | სანდრა დუნმორი |
1999 | ფ | მიცვალებულის აღდგინება | Bringing Out the Dead | მერი ბერკი |
1999 | ფ | სტიგმატა | Stigmata | ფრენკი პეიჯი |
2000 | ფ | პატარა ნიკი | Little Nicky | ვალერია ვერანი |
2001 | ფ | ადამიანის ბუნება | Human Nature | ლილა ჯუტი |
2002 | ფ | ნიშანი | The Badge | სკარლეტი |
2003 | ფ | ცერებზე | Tiptoes | ლუსი |
2003 | ფ | ჭუჭრუტანები | Holes | მის კეტრინი |
2006 | ფ | სწრაფი კვების ქვეყანა | Fast Food Nation | სინდი |
2005–2011 | ს | მედიუმი | Medium | ელისონ დიუბუა |
2014 | ფ | სიყრმე | Boyhood | ოლივია |
2015 | ფ | მიმბაძველი | The Wannabe | როუზი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „პატრიცია არკეტი“ ვიკისაწყობში.
- პატრიცია არკეტი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- პატრიცია არკეტი — AllMovie
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Patricia Arquette. TVGuide.com. ციტირების თარიღი: 3 მაისი, 2014.
- ↑ „Patricia Arquette splits from Hung star husband Thomas Jane after reconciliation fails“. London: dailymail.co.uk. August 14, 2010. ციტირების თარიღი: 1 აპრილი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება)