პატრიკ ჯეიმზ როტფუსი (ინგლ. Patrick Rothfuss; დ. 6 ივნისი, 1973) — ამერიკელი მწერალი ფენტეზის ჟანრში. ცნობილია წიგნების სერიით „მეფის მკვლელის ქრონიკა“, რომელმაც ავტორს რამდენიმე ჯილდო მოუტანა, მათ შორის 2007 წლის ქუილის ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის (ქარის სახელი). „მეფის მკვლელის ქრონიკის“ მეორე წიგნი „ბრძენკაცის შიში“ ნიუ-იორკ ტაიმზის ბესტსელერთა სიის სათავეში იმყოფებოდა.

პატრიკ როტფუსი
დაბადების თარიღი 6 ივნისი, 1973(1973-06-06) (51 წლის)
დაბადების ადგილი მედისონი
საქმიანობა რომანისტი, მასწავლებელი და მწერალი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი უისკონსინ-სტევენზ პოინტის უნივერსიტეტი და ვაშინგტონის შტატის უნივერსიტეტი
Magnum opus ქარის სახელი, ბრძენკაცის შიში და The Slow Regard of Silent Things[1]
ჯილდოები David Gemmell Legend Awards და ქვილის ჯილდო
ხელმოწერა
საიტი patrickrothfuss.com

პატრიკ როფტუსი მედისონში, ვისკონსინის შტატში დაიბადა და საბაკალავრო დიპლიმი ვისკონსინის უნივერსიტეტში, 1999 წელს მიიღო. მაგისტრის დიპლომი ვაშინგტონის უნივერსიტეტში მიენიჭა. 2002 წელს „მომავლის მწერლების“ შეჯიბრში გაიმარჯვა. აღსანიშნავია რომ ნაშრომი, რომლითაც მან გამარჯვება მოიპოვა ჯერ კიდევ გამოუცემელი „ბრძენკაცის შიშის“ ნაწყვეტი იყო. 2006 წელს პატრიკ როტფუსმა თავისი რომანი „ქარის სახელი“ DAW Books გამომცემლობას მიყიდა, რომელმაც რომანი 2007 წელს გამოსცა. როტფუს ორი ვაჟი ჰყავს და თავის შეყვარებულთან, სარასთან ერთაც ცხოვრობს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. WorldCat — 1971.