პატრისია ლი ჯენკინსი[1] (დ. 24 ივლისი, 1971[2]) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. გადაღებული აქვს ფილმები: მონსტრი (2003), ქალი საოცრება (2017) და ქალი საოცრება 1984 (2020). კრიმინალური დრამატული სერიალის მკვლელობა (2011) საპილოტე ეპიზოდისთვის ჯენკინსმა ემის ნომინაცია და ამერიკის რეჟისორთა გილდიის ჯილდო ჯილდო მიიღო. 2017 წელს იგი ჟურნალი ტაიმის წლის პერსონის სიაში მეშვიდე ადგილს იკავებდა.

პატი ჯენკინსი

ჯენკინსი 2018 წელს
მშობლიური სახელი Patty Jenkins
დაბადების სახელი პატრისია ლი ჯენკინსი
დაბადების თარიღი 24 ივლისი, 1971 (1971-07-24) (53 წლის)
ვიქტორვილი, კალიფორნია
საქმიანობა
  • კინორეჟისორი
  • სცენარისტი
  • პროდიუსერი
აქტიური 1995-დღემდე

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ჯენკინსი კალიფორნიის შტატის ქალაქ ვიქტორვილში 1971 წლის 24 ივლისს დაიბადა.[3] მისი მამა, უილიამ ჯენკინსი ამერიკის საჰაერო შეიარაღებული ძალების ოფიცერი იყო, რომელმაც ვიენტამის ომში ბრძოლისთვის ვერცხლის ვარსკვლავი მოიპოვა; ხოლო დედა, ემილი როთი, სან-ფრანცისკოში გარემოსდამცველ მეცნიერად მუშაობდა.[4] ჯენკინს ერთი უფროსი და ერთი უმცროსი და ჰყავს.

პატის ადრეული ბავშვობის პერიოდში მის ოჯახს ხშირად უხდებოდა საცხოვრებლის შეცვლა მამის სამხედრო საქმიანობის გამო. ხანმოკლე დროით ისინი ტაილანდსა და გერმანიაში ცხოვრობდნენ, საბოლოოდ კი კანზასის შტატის ქალაქ ლოურენსში დასახლდნენ. როცა პატი შვიდი წლის იყო, მამამისი 31 წლის ასაკში ნატოს იმიტირებულ ბრძოლაში დაიღუპა. კანზასიდან სან-ფრანცისკონმდე მანქანით მგზავრობისას დედამ ჯენკინსი და მისი და კინოთეატრში წაიყვანა, სადაც მათ სუპერმენი კრისტოფერ რივის შესრულებით ნახეს. ჯენკინსისთვის ეს შთამაგონებელი გამოცდილება იყო, რამაც მას კინოწარმოების კარიერისადმი ინტერესი აღუძრა.[5]

ჯენკინსმა საშუალო სკოლის პირველი წელი ლოურენსში გაატარა. ამ პერიოდში იგი ფოტოგრაფიითა და ხატვით დაინტერესთა. მალევე მისი ოჯახი ვაშინგტონში გადავიდა, სადაც დაასრულა მან საშუალო განათლების მიღება.[6] 1993 წელს მან მეცნიერებისა და ხელოვნების კუპერის გაერთიანებისგან ბაკალავრის ხარისხი მიიღო ხელოვნებაში,[7][8] ხოლო 2000 წელს ამერიკიის კინოინსტიტუტის კონსერვატორია რეჟისურაში მაგისტრის ხარისხით დაამთავრა.[9] კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში ჯენკინსმა, რომელიც პედრო ალმოდოვარის გულმხურვალე ფანი იყო, 2001 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი სიჩქარის წელები, რომელშიც იგი აღწერს გადაკვეთას სუპერგმირულ ფილმებსა და ალმოდოვარის შემოქმედებისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ტიპურ პერსონაჟს, უბედური შემთხვევებისკენ მიდრეკილ დიასახლისს, შორის.[10] ფილმის პროტაგონისტი დიასახლისია, რომელიც აღმოაჩენს რომ სუპერგმირია და იძულებული ხდება არჩევანი გააკეთოს ამაღელვებელ და გლამურულ ცხოვრებასა და თავის ერთგულ მოხუც ქმართან ერთად ცხოვრებას შორის, რომელიც ჯერაც უყვარს.

20 წლის ასაკში, როცა კომერციულ პროდიუსერულ კომპანიაში სტაჟირებას გადიოდა, მას გადასაღებ მოედანზე უფასოდ მუშაობა შესთავაზეს, რაც მას კინოწარმოების შესწავლის საშუალებას მისცემდა. რამდენიმე თვის შემდეგ იგი ოპერატორის ასისტენტი გახდა, რის შემდეგაც რვა წელი ოპერატორად მუშაობდა. მაიკლ ჯექსონის მუსიკალური კლიპის გადაღებისას მას რეჟისორმა ამერიკის კინოინსტიტუტში რეჟისურის შესწავლა ურჩია. პერკინსმა მოგვიანებით მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო სუპერგმირის შესახებ, რომელიც AFI-ს ფესტივალზე წარადგინეს. აქ იგი შეხვდა ბრედ ვაიმანს, რომელმაც იგი პროდიუსერ დონაკლ კუშნერს გააცნო. მათი თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ჯენკინის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი მონსტრი (2003).[11]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Siegel, Tatiana (May 31, 2017). „The Complex Gender Politics of the 'Wonder Woman' Movie“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 17, 2017. ციტირების თარიღი: July 27, 2017.
  2. Wonder Woman 1984 Stars Gal Gadot and Pedro Pascal Celebrate Patty Jenkins' Birthday (July 24, 2021). ციტატა: „Happy Birthday, Patty Jenkins! The director known best for helming Wonder Woman and Wonder Woman 1984 turned 50 on July 24th“ ციტირების თარიღი: April 2, 2022
  3. del Barco, Mandalit. (June 2, 2017) 'When Time Was New': 'Wonder Woman' Brings Sunlight To The DC Universe. New Hampshire Public Radio. ციტირების თარიღი: July 27, 2017
  4. Patty Jenkins, Sam Sheridan. The New York Times (September 2, 2007). ციტირების თარიღი: July 27, 2017
  5. Setoodeh, Ramin. 'Wonder Woman' Director Patty Jenkins on Equal Pay, Hollywood Sexism and James Cameron's Nasty Words. Variety Power of Women LA (October 2017). ციტირების თარიღი: October 25, 2018
  6. Niccum, Jon (January 16, 2004). „How to build a 'Monster'. Lawrence Journal-World. Kansas. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 17, 2017. ციტირების თარიღი: July 27, 2017.
  7. Byrd, Lauren C. “How Wonder Woman's Patty Jenkins Became the First Woman to Direct a Superhero Movie: 52 Weeks of Directors.” BUST, https://bust.com/movies/18871-patty-jenkins-52-weeks-of-directors.html დაარქივებული December 8, 2021, საიტზე Wayback Machine. .
  8. Lynch, Mary. (April 16, 2015) Patty Jenkins A'93 is Director for Wonder Woman Movie. Cooper Union Alumni Association.
  9. Congratulations to AFI Conservatory Alumna Patty Jenkins. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 10, 2018. ციტირების თარიღი: June 30, 2017
  10. Woerner, Meredith (May 30, 2017). "The world needs Wonder Woman. Director Patty Jenkins explains why" დაარქივებული June 6, 2017, საიტზე Wayback Machine. . Los Angeles Times.
  11. On Directing: Patty Jenkins with Bryce Dallas Howard. American Film Institute. 2017-11-13. https://www.youtube.com/watch?v=xOZlQPOBzoE.