პატარძეულის წმინდა შიოს დიდი ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

პატარძეულის წმინდა შიოს დიდი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, სოფლის დასავლეთ ნაწილში, ეკლესია XIX საუკუნისაა.

პატარძეულის წმინდა შიოს დიდი ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა პატარძეული

ეკლესია გეგმით ოთხკუთხაა. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც ეკლესიის ძირითადი კორპუსისგან ცალკე ნაწილადაა გამოყოფილი. შენობა სხვადასხვა ზომის, ქვიშაქვის ნატეხი ქვითაა ნაგები. შესასვლელ ორია: ერთი დასავლეთის კედელშია გაჭრილი, მერე სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. ორივე კარი სწორკუთხა და შიგნით თაღოვან შეღრმავებაშია მოთავსებული. აღმოსავლეთით აფსიდის ღერძზე, თაღოვანი სარკმელია რომლის მარჯვნივ ერთი ხოლო მარცხნივ ორი სხვადასხვა ზომის სწორკუთხა ნიშაა. გრძივ კედლებზე სამი წყვილი პილასტარია, რომლებზეც ნახევარწრიული საბჯენი თაღებია გადაყვანილი. დარბაზი განათებულია ხუთი განიერი ნახევარწრიულთაღოვანი სარკმლით.

დარბაზი ცილინდრული კამარითაა გადახურული, რომელიც მთლიანად წვრილი ნატეხი ქვითაა ნაწყობი. კამარის საბჯენი თაღები კი აგურისაა. სამხრეთ ფასადზე კარის თავზე მცირე ზომის კვადრატული ნიშაა, რომელშიც ხატი იქნებოდა ჩასმული. კედლები დასრულებულია ქვიშაქვის ქვებით ნაწყობი, თაროსებრი ლავგარდნით.

2000-იანი წლების დასაწყისში, ადგილობრივ მოსახლობას ეკლესია გაურემონტებია. წმინდა შიოს დიდი ეკლესიის (ამჟამად მოქმედია) მდგრადობის გაზრდის მიზნით, გრძივი კედლები ერთმანეთთან არმატურით დაუკავშირებიათ. აუგიათ კანკელი და ეკლესია შიგნიდან გაჯით შეულესავთ.

ლიტერატურა

რედაქტირება