პატარძეულის წმინდა ესტატეს ეკლესია
არქიტექტურული ძეგლი საქართველოში
წმინდა ესტატეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში სოფლის დასავლეთით, ორიოდე კილომეტრზე, მთაზე. განვითარებულ შუა საუკუნეებს. მოგვიანებით სამხრეთ კედლისთვის გარედან, სამი კონტრფოსი მიუშენებიათ.
პატარძეულის წმინდა ესტატეს ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | პატარძეული |
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის, ნატეხი ქვით. შესასვლელი ორია: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. აღმოსავლეთით ოდნავ ნალისებრი აფსიდია, რომლის ცენტრში გაჭრილია სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშაა. სარკმლის ქვემოთ ოთხწახნაგა ტრაპეზია მიდგმული. აფსიდი დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი, რომლებიც თაროსებრი იმპოსტებითაა დასრულბული. სამხრეთ კედელში კარის ზემოთ ერთი სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, ჩრდილოეთ კედლის შუაში ნიშაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგობიანი კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 191.