პატარძეულის წმინდა გიორგის ნიში
საკულტო ძეგლი საქართველოში
პატარძეულის წმინდა გიორგის ნიში — საკულტო ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, სოფლის განაპირას. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით აგებულია XX საუკუნის 80-იან წლებში, ნაეკლესიარზე ნიში კვადრატული გეგმის მქონე, ზემოთკენ ოდნავ შევიწროებული, თავმომრგვალებული, მასიური ნაგებობაა. ნაშენია რიყის ქვით. დგას ბეტონის კვადრატულ საფუძველზე. ერთ-ერთ წახნაგში მოწყობილი აქვს ოთხკუთხა სასანთლე ნიშა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 191.