პატარძეულის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პატარძეულის წმინდა გიორგის ეკლესია.

პატარძეულის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, სოფლის ჩრდილოეთით, 1,5 კილომეტრზე, ტყის პირას. განეკუთნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.

პატარძეულის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა პატარძეული

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის, სხვადასხვა ზომის ქვითა და კირის დუღაბით. წყობა არაწესიერია. შიგნით კედლები შელესილი ყოფილა, ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან აქვს. კარი თაღოვანია. აღმოსავლეთით აფსიდია რომელშიც თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის სამხრეთით ერთი კვადრატული ნიშაა.

2005-2006 წლებში ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია თვითნებურად გაურემონტებია. კედლის საპირე წყობის ჩამოშლილი ნაწილები აღუდგენიათ რიყის ქვით, ნატეხი რიყის ქვითა და ცემენტის ხსნარით, ეკლესიისათვის შეუბამთ ლითონის კარი და შენობა ღარისებრი კრამიტით გადაუხურავთ.

ლიტერატურა

რედაქტირება