პატარძეულის მესამე სამაროვანი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
პატარძეულის მესამე სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მთის ფერდზე. განეკუთვნება ძვ. წ. l ათასწლეულის ll ნახევარს. ძეგლზე მცირე დაზვერვითი, არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). ადგილობრივ მოსახლეობაში და დაზვერვითი სამუშაოების დროს შეგროვებული, ადგილნაცვალი, არქეოლოგიური მასალა ინახება ილიაუნში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ფიცხელაული კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 186.