პატარძეულის კოშკი
კოშკი
პატარძეულის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხუთასიოდე მეტრზე, ფიცხელაურების კოშკის მახლობლად. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაგებია რიყის ქვით, ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. შემორჩენილია კედლების უმნიშვნელო ფრაგმენტები. ერთ-ერთ კედელში შეიმჩნევა ბუხრის კვალი.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 184.