პატარა ონის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

პატარა ონის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ონში.

პატარა ონის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია მცირე ზომის დარბაზულ ტაძარია. სამშენებლო მასალად, ძირითადად, გამოყენებულია შირიმის ქვა. ეკლესიას აქვს ორი შესასვლელი, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. შესასვლელები, ისევე როგორც სარკმლები ორნამენტირებულია. ლაპიდარული წარწერის მიხედვით ეკლესია აგებულია რაჭის ერისთავის კახაბერის მიერ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8388