ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პატარა იონჯა (ლათ. Medicago minima) — 5-40 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მეტ-ნაკლებად ბანჯგვლიანი ბეწვით მოფენილი. ღერო სწორად მდგომია, წამოწეული ან გართხმული, უხვად შეფოთლილი. ფოთოლაკები უკუგულისებურია ან უკუკვერცხისებური. ყვავილედი 2-8-ყვავილიანი, მოკლე, თავაკისებური მტევანია. გვირგვინი ყვითელია. იზრდება დაბლობიდან თითქმის სუბალპურ სარტყლამდე მშრალ, ბალახოვან ფერდობებზე, ქვიან და ქვიშნარ ადგილებში, გზისპირებზე, ბუჩქნარებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, შუა აზიას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.

პატარა იონჯა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  პარკოსნები
გვარი:  იონჯა
სახეობა:  პატარა იონჯა
ლათინური სახელი
Medicago minima (L.)L

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პატარა_იონჯა“-დან