პატარა გაზეთი
„პატარა გაზეთი“ — ქართული ყოველდღიური გაზეთი. გამოდიოდა თბილისში 1906 წლის 1 იანვრიდან 2 აპრილამდე, გამოიცა 28 ნომერი, „პატარა გაზეთი“ თავისი სოციალურ-პოლიტიკური თვალსაზრისით ახლოს იდგა სოციალურ-ფედერალისტურ მიმართულებასთან. რედაქტორი-გამომცემელი — კ. მესხი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 707.