პასკალ ლისუბა
პასკალ ლისუბა (ფრანგ. Pascal Lissouba; დ. 15 ნოემბერი, 1931, ცინგუიდი — გ. 24 აგვისტო, 2020, პერპინიანი) — კონგოელი პოლიტიკური მოღვაწე. კონგოს რესპუბლიკის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი 1992-1997 წწ. დაამხო დენი სასუ-ნგესომ 1997 წელს სამოქალაქო ომის შედეგად.
პასკალ ლისუბა | |
კონგოს რესპუბლიკის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 აგვისტო, 1992 – 25 ოქტომბერი, 1997 | |
წინამორბედი | დენი სასუ-ნგესო |
მემკვიდრე | დენი სასუ-ნგესო |
კონგოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 დეკემბერი, 1963 – 15 აპრილი, 1966 | |
დაბადებული | 15 ნოემბერი, 1931 ცინგუიდი, ფრანგული კონგო |
გარდაცვლილი | 24 აგვისტო, 2020 (88 წლის) პერპინიანი, საფრანგეთი |
დაიბადა 1931 წელს ცინგუიდში კონგოს რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. 1948-1952 წწ. სწავლობდა ნიცაში. შემდეგ დაამთავრა ტუნისის სოფლის მეურნეობის უმაღლესი სკოლა და პარიზის უნივერსიტეტი (1958-1961).
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებაპოლიტიკური კარიერა დაიწყი 1961 წელს, როდესაც მუშაობდა სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში. 1963-1966 წწ. ერთდროულად ეკავა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა. ემიგრაციაშია საფრანგეთში 1979-1990 წლებში, სადაც მუშაობდა პარიზის უნივერსიტეტში პროფესორად და მუშაობდა იუნესკოს ეგიდით პარიზში და ნაირობიში.
1997 წელს მისი ხელისუფლება დაამხო დენი სასუ-ნგესომ და მოუწია ემიგრაციაში წასვლა. თავიდან ცხოვრობდა ლონდონში. 2004 წელს პარიზში გადავიდა.[1]
გარდაიცვალა 2020 წლის 24 აგვისტოს, პერპინიანში, საფრანგეთში.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- T. Obenga, Vie de Marien Ngouabi, Présence Africaine, 1977.
- Encyclopédie Universalis, édition de 1977. Notices biographiques.
- J-P Thystère-Tchicaya, Itinéraire d'un africain vers la démocratie, Édition du Tricorne, 1992.
- P. Lissouba, Les fruits de la passion partagée, Odilon Média, 1997.
- R. Bazanguissa-Ganga, Les voies du politique au Congo, Karthala, 1997.
- D. Sassou N'Guesso, Le manguier, le fleuve et la souris, JC Lattès, 1997.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Liste des présidents de la République du Congo Brazzaville (ფრანგული). Consulate General of Congo in Tunis (17-08-2014). ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2020.
- ↑ Former Congo president Pascal Lissouba dies at 88 (ინგლისური). news24.com (25-08-2020). ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2020.