პარხლის II ოთხთავი ანუ სახარებაX-XI საუკუნეების ქართული ხელნაწერი ოთხთავი. გადაწერილია სამხრეთ საქართველოში, სავარაუდოდ პარხალში კალიგრაფ გაბრიელ პატარაის მიერ. დაცული იყო პარხლის მონასტერში; აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.

საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი. ნაწერია ნუსხური დამწერლობით. ხელნაწერი შეიცავს 140 ფურცელს, რომელთა ზომებია 29,5X23 სანტიმეტრი.

პარხლის II ოთხთავი დღეს ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის S ფონდში (S-4927).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ტაო-კლარჯეთი, ხელნაწერი მემკვიდრეობა, თბილისი, ბათუმი, 284-6-82012, გვ. 13. ISBN 978-9941-9284-6-8