პარფენ როგოჟინი
პარფენ სემიონის ძე როგოჟინი — ფიოდორ დოსტოევსკის რომანის, „იდიოტის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი.
გარეგნობა
რედაქტირებაავტორს როგოჟინი შემდეგნაირად ჰყავს დახასიათებული:
დახასიათება
რედაქტირებარომანში პარფენ როგოჟინი აღწერილია როგორც ვნებიანი, ფეთქებადი, აღვირახსნილი ადამიანი. რომანში მისი ხასიათი და თვისებები სრულიად ეწინააღმდეგება თავადი მიშკინის თვისებებს, ისინი ერთმანეთისგან გარეგნობითაც დიამეტრალურად განსხვავდებიან. როგოჟინი ვნებიანად, სიგიჟემდეა შეყვარებული ნასტასია ფილიპოვნაზე და დიდი თანხის მოძიების შემდეგ, მიდის კიდეც მასთან რათა თავად ითხოვოს. როდესაც ნასტასია ფილიპოვნა თავადთან ჯვრისწერის დღეს როგოჟინთან ერთად გაიქცევა, პარფენი ფილიპოვნას დანით კლავს, რადგან ხვდება რომ ქალს გულწრფელად უყვარს თავადი. რომანში პარფეონი სიმბოლიზირდება როგორც ანტიქრისტე, ეშმაკის სახეხატი, განსხვავებით თავადი მიშკინისგან, რომელიც ქრისტეს და ჭეშმარიტი ქრისტიანის განსახიერებაა, როგოჟინი განასახიერებს ცოდვილ ადამიანს მთელი მისი მანკიერებითა და ცოდვებით. თუმცა, თავადი მიშკინი, როგორც ადამიანური ცოდვების ჭეშმარიტი გამომსყიდველი, ყოვლისშემძლე იესო ქრისტე, აპატიებს როგოჟინს უდიდეს ცოდვას - ნასტასია ფილიპოვნას მკვლელობას და ანუგეშებს პარფენს. როგოჟინის გმირი სიმბოლურია და ნაწარმოების ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟი გვევლინება. პარფენმა ადამიანთა ცხოვრებაში გამოჩენით მათზე განუზომელი კვალი დატოვა. როგოჟინი ავლენს ცბიერებას როდესაც ერთის მხრივ ძმობის ნიშნად თავადს ჯვარს გაუცვლის, მეორეს მხრივ კი მის მოკვლას შეეცდება, რასაც თავადი მიუტევებს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ფიოდორ დოსტოევსკი - იდიოტი; გვ. 7; თარგმანი - გივი კიკილაშვილი, 2021; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - ISBN 978-9941-30-82-6